ვილი სანიოლი: პირველ 30 წუთში ჩვენი თამაში კატასტროფა იყო - გამოსაფხიზლებლად სირთულეებს უნდა გადააწყდე

AutoSharing Option
ერთა ლიგაზე უკრაინასთან 0:1 დამარცხების შემდეგ, პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

„პირველ 30 წუთში ჩვენი მხრიდან თამაში კატასტროფა იყო. არ გვქონდა ინტენსივობა, აგრესიულობა. ასეთი მოქმედებისთვის უკრაინა დაწინაურებას იმსახურებდა. შემდგომში თამაში გამოვასწორეთ, მაგრამ მატჩის შემოსატრიალებლად საკმარისი მომენტები და შანსები არ გვქონდა. უნდა გვესმოდეს, რომ ასეთი შეხვედრების მოსაგებად მუდმივად ჩვენს დონეზე თამაში გვმართებს, რაც დღეს ვერ გავაკეთეთ. მატჩის ორი მესამედის მანძილზე მოედანზე უკეთესი გუნდი ვიყავით, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ წავაგეთ.

ადვილი დაპირისპირებები არ არსებობს, მოტივაციის ნაკლებობა არ გვქონდა, იმედგაცრუებულები ვართ.
იმისათვის, რათა გაუმჯობესდე, გამოსაფხიზლებლად სირთულეებს უნდა გადააწყდე. მატჩების დასაწყისში პრობლემები გვაქვს. იგივე იყო ჩეხეთთანაც. სამუშაო ბევრი გვაქვს".

მკითხველის კომენტარები / 27 /
სანიოლ, ეს თამაში ტაქტიკურად შენც წააგე! შეცვლები მეორე ტაიმის დასაწყისში უნდა დაგეწყო. გუნდს თავიდანვე ეტყობოდა გადაწყობის საჭიროება! ბუდუ და ზურიკო უფრო ადრე უნდა შემოგეშვა!
ბესო
04:12 12-10-2024
9
ტრაგედიას ვერ ვხედავ.წავაგეთ და მორჩა.ცუდია,რომ ქოჩორა არ გვეყოლება ალბანეთთან.რაც შეეხება უკრაინის ნაკრებს ნოემბერში თბილისში გამოჩნდება,რომ ჩვენი ნაკრები უკეთესია და თამაშის მერე სულ სხვა ხასიათზე ვიქნებით.ჩვენ ამ ჯგუფში პირველ ადგილზე დავამთავრებთ!
გოჩა
09:31 12-10-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული