ვილი სანიოლი: პირველ 30 წუთში ჩვენი თამაში კატასტროფა იყო - გამოსაფხიზლებლად სირთულეებს უნდა გადააწყდე

AutoSharing Option
ერთა ლიგაზე უკრაინასთან 0:1 დამარცხების შემდეგ, პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

„პირველ 30 წუთში ჩვენი მხრიდან თამაში კატასტროფა იყო. არ გვქონდა ინტენსივობა, აგრესიულობა. ასეთი მოქმედებისთვის უკრაინა დაწინაურებას იმსახურებდა. შემდგომში თამაში გამოვასწორეთ, მაგრამ მატჩის შემოსატრიალებლად საკმარისი მომენტები და შანსები არ გვქონდა. უნდა გვესმოდეს, რომ ასეთი შეხვედრების მოსაგებად მუდმივად ჩვენს დონეზე თამაში გვმართებს, რაც დღეს ვერ გავაკეთეთ. მატჩის ორი მესამედის მანძილზე მოედანზე უკეთესი გუნდი ვიყავით, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ წავაგეთ.

ადვილი დაპირისპირებები არ არსებობს, მოტივაციის ნაკლებობა არ გვქონდა, იმედგაცრუებულები ვართ.
იმისათვის, რათა გაუმჯობესდე, გამოსაფხიზლებლად სირთულეებს უნდა გადააწყდე. მატჩების დასაწყისში პრობლემები გვაქვს. იგივე იყო ჩეხეთთანაც. სამუშაო ბევრი გვაქვს".

მკითხველის კომენტარები / 28 /
არაფერი საგანგაშო აარაა.ისე მოედანის საფარი განზრახ გაფეჭებული მგონია, უკრაინელთა ერთერთმა მწვრთნელმა აღიარა:ჩვენ კარგი ქაცვები(შიპები) გვქონდა, ქართველებს არა და მაგიტომ უცურავდათ ფეხიო.
მირიან
20:45 12-10-2024
0
კვარას და მამარდას გარდა ვერცერთი ქართველი ფეხბურთელი იგივე უკრაინის ნაკრებში ვერ მოხვდებოდა იქაური რომ იყოს.
ამიტომ წააგეს.
შეხედეთ რეალობას თვალებში.
ჯგუფს მოიგებს ჩეხეთი.
უკრაინა იქნება მეორე
გენა
18:36 12-10-2024
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული