"ქართველები მოედნის ხარისხით უკმაყოფილო დარჩნენ? მე ამას ვიტყოდი..." - მუდრიკმა საქართველოსთან მატჩზე ისაუბრა

AutoSharing Option
ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის შეხვედრაში საქართველოს ნაკრები გასვლაზე უკრაინასთან 0:1 დამარცხდა. მატჩის დასრულების შემდეგ კომენტარი ერთადერთი გოლის ავტორმა მიხაილო მუდრიკმა გააკეთა. 

"ამ მატჩს ძალიან დადებითად ვაფასებ, პირველ რიგში, კმაყოფილი ვარ ჩვენი გუნდის ხასიათით. დიახ, იყო სირთულეები მოედანთან დაკავშირებით, არ იყო ადვილი ჩვენი საუკეთესო ფეხბურთის ჩვენება. თამაშამდე მე და ბიჭებმა ეს ვიცოდით, რომ დღეს ბრძოლა წინა პლანზე გამოვიდოდა. მეტი ძალისხმევა დავხარჯეთ და ამ კომპონენტში მოვიგეთ 

ჩემი გოლი? გოლები ყოველთვის მნიშვნელოვანია თავდამსხმელებისთვის. მე უბრალოდ ჩემი საქმე გავაკეთე, რაც ვიცი.

საქართველოს
ნაკრები მოედნის ხარისხით უკმაყოფილო დარჩა? - დიახ, მაგრამ იმის თქმა მინდა, რომ ჩვენც უკმაყოფილო ვიყავით.

ჩვენ გვყავს ფეხბურთელები, რომლებიც კარგად თამაშობენ კარგ საფარზე. მოედანს ყველაფერს ვერ დააბრალებ, მაგრამ ვისაც ფეხბურთი უთამაშია, მიხვდება, რა არის კარგი მოედანი და რა არის უხარისხო. ყველას ჰქონდა თანაბარი გარემოებები", - ციტირებს მუდრიკს MEGOGO.
მკითხველის კომენტარები / 12 /
კარგი ბიჭი ჩანს. მართალი თქვა ყველაფერი. ჩვენი საქმე ისეა, ცუდ მოცეკვავესო.... უბრალოდ, ჩვენზე მეტად მოტივირებულები იყვნენ, ცენტრი თავიდანვე დავუთმეთ, რებროვმა რა თქმა უნდა სანიოლს აჯობა ტაქტიკურად (ჩვენ ხომ ჯერ პრაქტიკანტი მწვრთნელი გვყავს?)) , ჰოდა, შედეგიც სახეზეა. კარგი გუნდი თოვლშიც უნდა იგებდეს. ხომ გახსოვთ, ჩვენი რაგბისტები ციმბირში ყინვაში და თოვლშიც ჭამდნენ რუსებს? ასე რომ, მეტი შრომა და მეტი შემართება. წინ საქართველო!!!
მართალს ამბობს
13:49 12-10-2024
9
ხელით რომ აჩერებდნენ და ლამის მაიკებს ხდიდნენ ქართველებს, მსაჯი კი არც იმჩნევდა, მაგაზე არაფერი თქვეს...
მაია
13:43 12-10-2024
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული