"მძიმე მატჩი გამოდგა. პირველი 20-25 წუთი ჩვენი თამაში ვერ ვაჩვენეთ და ამის გამო დავისაჯეთ. გოლის შემდეგ გამოვასწორეთ თამაში, იყო მომენტები როდესაც ვდომინირებდით.
ბოლომდე დავიხარჯეთ, მაგრამ ის თამაში და შედეგი ვერ ვაჩვენეთ, რაც გვსურდა. აუცილებლად გავაანალიზებთ ამ შეცდომებს. იმედი მაქვს, მაქსიმალურად კარგად მოვემზადებით შემდეგი თამაშისთვის და ვაჩვენებთ, რომ ბევრად უკეთ შეგვიძლია ფეხბურთის
მადლობა ქართველ გულშემატკივარს, რომელიც მთელი თამაში ჩვენთან ერთად იყო. სამწუხაროა, რომ სასურველ შედეგს ვერ მივაღწიეთ და იმედი მაქვს, რომ ამას შემდეგ თამაშში, თბილისში გამოვასწორებთ", - თქვა კიტეიშვილმა.
ყოველთვის ვერ "შემოიტყუებ და გამოიტყუებ" მოწინააღმდეგეს.
კვარას, ჟორჟმიკას, ჩაკვეს და ზურიკოს შესაძლებლობებს რაღაც სხვანაირი გამოყენება უნდა.
ქოჩორა მეჩვენება, რომ ზედმეტ მოძრაობებს აკეთებს - უნდა "დაღვინდეს"! მახსენდება ყიფიანის შეძახილი შენგელიასკენ: - "რამაზ! ერთი წამი მაინც გაჩერდი ადგილზე - პასი სად მოგცე ვერ გავიგე რამაზ!"