"ქვეყნის ხელისუფლებისგან განსხვავებით, ქართველი გულშემატკივრები რუსი დიქტატორით აღფრთოვანებულნი არ არიან" - რას წერს და რა ვიდეოს აქვეყნებს უკრაინული გამოცემა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
უკრაინული გამოცემა sportnews.24tv.ua საქართველოსა და უკრაინის გუშინდელ მატჩს ეხმაურება და შეხვედრის მიმდინარეობისას გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს.

მოგეხსენებათ, "ქართული სპორტის ქომაგები" "პუტინ ხუილოს" ყველა მატჩის დროს სკანდირებდნენ და რა თქმა უნდა, გამონაკლისი არც გუშინ ყოფილა.

ჩვენი უკრაინელი კოლეგები აღნიშნავენ, რომ ეს ძალიან კარგი ნაბიჯი იყო და მათი ქვეყნის მისამართით მხარდამჭერი გზავნილი.

"ქართველმა გულშემატკივრებმა პოზნანის სტადიონზე უკრაინელი ხალხის მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს და გამოხატეს თავიანთი პირადი პოზიცია დააფიქსირეს, რომელიც პატივისცემას მოითხოვს.

ქართველმა ფანებმა რუსეთის პრეზიდენტზე ცნობილი სიმღერა შეასრულეს. მათი ხელისუფლებისგან განსხვავებით, ისინი სულაც არ
არიან აღფრთოვანებული რუსი დიქტატორით", - წერს გამოცემა.

შეხსენებისთვის, აღნიშნული შეხვედრა უკრაინელების გამარჯვებით 1:0 დასრულდა.
მკითხველის კომენტარები / 20 /
ნაღდად, დამპალი ნაცების ხროვა იქნებოდა ჩასული, თორე ნორმალური გულშემატკივარი ყოველთვის ღირსეულად იქცევა ყველგან!
1
რა საცოდავები ხართ უბედურო ლიბერასტებო? და თქვენ ნორმალური ქომაგები გქვიათ? იყვირეთ, ყვირეთ და ბოლოს რა ჩიტსაც დაიჭერთ ვნახავთ, ეგრე აგინებდა თავისი მოკლე ჭკუით სააკოვი პუტინს და მოხდა ის რაც მოხდა, აგვისტოს ომი. ეხლაც ეგ გინდათ უბედურებო? ზელენსკის ულოკავთ ერთ ადგილს? რომელმაც ჩვენი მეომრები მიწასთან გაასწორა, თავისი ცინიკური დაცინვით? უკრაინა დიდია და რა დღეშია, ჩვენ? გვინდა კიდევ ომი? დაგვანებეთ თავი მარცხვენლებო! ვისაც რუსეთთან ომი გინდათ, დაეწყვეთ და მოუსვით უკრაინაში და იქ იყვირეთ რაც გინდათ, აქ კი ჩვენთან საქართველოში შეგვეშვით!
საცოდავ მაგინებლებს, ვითომ "ქომაგებს".
16:54 12-10-2024
1

სიახლეები პოპულარული