"იმედია, თბილისში გავიტანთ იმ გოლებს, რომლებიც პრაღაში ვერ გავიტანეთ" - ალბანეთის ნაკრების ფეხბურთელი

AutoSharing Option
ერთა ლიგის მესამე ტურში ალბანეთის ნაკრები სტუმრად ჩეხეთთან 0:2 დამარცხდა და მომდევნო მატჩს 14 ოქტომბერს თბილისში საქართველოს ეროვნულ გუნდთან ჩაატარებს. ჩეხეთთან შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი ალბანელთა ნახევარმცველმა ნადიმ ბაირამიმ (რეინჯერსი) გააკეთა:

„ვიცოდით, მასპინძლები ძალიან აგრესიულები იქნებოდნენ და სწრაფი გოლი გაგვიტანეს. 10-15 წუთის მერე თამაშს ჩვენ ვაკონტროლებდით. ვერ ვიტყვი, რომ ისინი ძალიან კარგად თამაშობდნენ, გრძელი გადაცემებით გვიტევდნენ, დიდ ზეწოლას ახორციელებდნენ. ჩვენი შეტევის და დაცვის ხაზი უკეთესი იყო. მათ ვერაფრით ვერ გვაჯობეს, მაგრამ მარცხი განვიცადეთ. ასეთია ფეხბურთი. გადაადგილება და 3-4 პოზიციაზე მოქმედება
მიწევდა. მეათე ნომერი ვარ, თუმცა ფლანგზე თამაშის წინააღმდეგი არ ვარ. ისე, ჩემს პოზიციაზე გარჯა მირჩევნია. დღეს ვცდილობდი მირლინდ დაკუს დავხმარებოდი. სადაც მწვრთნელი დამაყენებს, იქ ბოლომდე დავიხარჯები.

საქართველომ წააგო და ვფიქრობ, ჩენ ჯერ კიდევ გვაქვს შანსი. ორ დღეში შემდეგი მატჩი გვიწევს და იმედი მაქვს, გავიტანთ იმ გოლებს, რომლებიც პრაღაში ვერ გავიტანეთ.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ამ ჩეხეთისთანა უნამუსო ქვეყანა ალბათ მხოლოდ ფინეთია!
aburjga
21:43 12-10-2024
1
ჩვენ ჰიმნზე ღრიანცელი და სტვენა რომ ატეხეთ ამის გამო ორმაგად დაისჯებით აქ
მიხო
20:45 12-10-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული