"ქაცვები ქართველებზე უკეთ შეარჩიეს, რამაც გადამწყვეტი როლი ითამაშა" - უკრაინელმა მენეჯერმა საინტერესო დეტალზე გაამახვილა ყურადღება

AutoSharing Option
საფეხბურთო მენეჯერმა ვიაჩესლავ ზახოვაილომ საკუთარი აზრი გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, თუ რის ხარჯზე სძლია ერთა ლიგის მესამე ტურში უკრაინის ნაკრებმა საქართველოს ეროვნულ გუნდს და უნდა ითქვას, საკმაოდ საინტერესო დეტალზე გაამახვილა ყურადღება.

"საქართველოს ნაკრების მოთამაშეების მიმართ დიდ პატივისცემას გამოვხატავ. შესანიშნავია კვარაცხელია, გიორგი მამარდაშვილი კი ჩემი აზრით, ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა. საქართველოს ნაკრები აღმავლობის გზაზეა. უკრაინა შეხვედრას პრობლემებით შეხვდა - ჟურნალისტების და საზოგადოების ძლიერი და დამსახურებული კრიტიკით, გუნდის ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელების ტრავმებით. რებროვი იძულებული იყო უკრაინის პრემიერლიგის მოთამაშეები გამოეძახებინა. ამ ნიუანსებით მოველოდი
დაპირისპირებას.

და უშუალოდ თამაშზე. რაც უცბად მოგხვდა თვალში, ეს გაზონის საშინელი მდგომრეობა იყო. ქაცვები უკეთ უკრაინელებმა შეარჩიეს. უნდა ვაღიაროთ, ამან საბოლოო შედეგზე გავლენა იქონია. ბანალურია??? თამაშში წვრილმანები არ არსებობს. გოლის მომენტში ამ ფაქტორმა ქართველი ფეხბურთელის ფეხის დაცდენაში გადამწყვეტი როლი ითამაშა.

Sportall.Ge

რებროვმა თამაშის ორგანიზაციაში ცვლილებები შეიტანა. უარი თქვა "ბილდ-აპზე" (ბურთის კარის წინ გათამაშებაზე) და საჯარიმოდან ბურთის მეკარის მიერ მამაპაპურად დარტყმას მიანიჭა უპირატესობა. დარწმუნებული ვარ, ტაქტიკურ ცვლილებებზე გავლენა ახალწვეულთა რაოდენობამ და ურთიერთმოქმედებისას შეუთამაშებლობის შიშმა მოახდინა.

ბურთის მოძრაობისას არ იყო ინტენსივობა. თამაში არ მომეწონა, მომეწონა შედეგი. საყრდენ ზონაში რებროვმა გამოიცნო კალიუჟნის მიწვევა. მას აქვს საშიში გარეგნობა, ფიზიკური და ბიომეტრიული მონაცემები. თუ მოკლედ, ორთოდოქსულმა ტერმინატორმა იმედები არ გაგვიცრუა. შესანიშნავი დებიუტი ჰქონდა, თავის ზონაში წესრიგი დაამყარა.

მუდრიკმა კრიტიკოსები დაადუმა. გატანილი გოლისას ოსტატობა გამოავლინა, მოწინააღმდეგის დაცვისათვის ყველაზე სახიფათო იყო. ქართველთა ღია თამაშმა ჩვენ სივრცე გვაჩუქა. ყველას გილოცავთ გამარჯვებას! დიდება უკრაინას!" - წერს ზახოვაილო თავის "ფეისბუქის" გვერდზე.

მკითხველის კომენტარები / 16 /
რუსები და უკრაინელები ერთნაირი გა...ნები არიან!!!
Polanski
18:49 14-10-2024
0
გაჩალიჩებული თემა მგონია, კრისობას აქვს ადგილი, უკრაინელები მომზადებულები დახვდნენ იცოდნენ სტადიონი როგორიც დახვდებოდათ, გვაყლაპეს რა ეხლა მაგას აღარავინ აღიარებს.
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული