ვილი სანიოლი: ჩვენი შანსების 10-15 პროცენტი მაინც რომ გამოგვეყენებინა, თამაშს მოვიგებდით

AutoSharing Option
ერთა ლიგის მეოთხე ტურში ალბანეთთან წაგებული მატჩის (0:1) შემდეგ, საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

„განსხვავებული ტაქტიკით ვითამაშეთ. ბევრი შემტევი ფეხბურთელით, რომლებსაც შეზღუდულ სივრცეებში შეუძლიათ თამაში. ვიცოდით, რომ ალბანეთის თავს დიდი ძალებით დაიცავდა და სივრცეს არ დაგვიტოვებდა.

ფეხბურთელებმა ალღო აუღეს ამ ტაქტიკას, თუმცა ბოლო მოძრაობა, ბოლო პასი ან დარტყმა გვაკლდებოდა. ჩვენი შანსების 10-15 პროცენტი მაინც რომ გამოგვეყენებინა, თამაშს მოვიგებდით.

ერთა ლიგა არის ასევე მოსამზადებელი ეტაპი მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის. აუცილებლად გვჭირდება სათადარიგო გეგმები განსხვავებული ტაქტიკური სქემის და სისტემის სახით.

ამ
დროისთვის, საქართველოში ქოჩორაშვილის მსგავსი ფეხბურთელი არ გვყავს, რომელიც მის პოზიციაზე ასეთ დონეზე ითამაშებს. ტაქტიკის ცვლილება ნაწილობრივ ქოჩორაშვილი დისკვალიფიკაციის გამო მოგვიწია. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მის არყოფნაში ფეხბურთის თამაში არ შეგვიძლია. გიორგი მიქაუტაძეს კი რთული პერიოდი აქვს კლუბში. აკლია თავდაჯერება, რადგან ფეხბურთელისთვის მნიშვნელოვანი თამაში. ვცდილობთ, რომ მივცეთ ის, რაც აკლია სათამაშო დრო, თავდაჯერება, რადგან მან ბევრი რამ გააკეთა ნაკრებისთვის. ვფიქრობ, რომ მიქაუტაძეს კლუბში მეტი სათამაშო პრაქტიკა რომ ჰქონოდა, უკრაინასთან და ალბანეთთან მატჩების შედეგებზეც აისახებოდა“.

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 37 /
მოკლედ არანაირი საჯარო ანალიზი არ კეთდება რაც ძაან ცუდია ფეხბურთელების შეცდომები და ასე შემდეგ ..
ორივე თამაში უნდა მოვიგოთ და გავალთ წარმატებები ჩვენს ქვეყანას
ემიგრანტი
16:45 15-10-2024
0
Cheijves
Lasha
15:04 15-10-2024
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული