საქართველოსა და უკრაინის ნაკრებების მატჩზე ყველა ბილეთი გაიყიდა

AutoSharing Option
ერთა ლიგის მეხუთე ტურში საქართველოს ნაკრები უკრაინას ბათუმში უმასპინძლებს და როგორც nakrebi.ge "ფეისბუქის" გვერდით იტყობინება, მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაიყიდა.

ბილეთების გაყიდვა დღეს, 12:00 საათზე ონლაინ რეჟიმში დაიწყო და მალევე გაიყიდა.

მატჩი "აჭარაბეთ არენაზე" 16 ნოემბერს გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 5 /
სირცხვილია ისიც ,რომ გქონდეს 50_60 ათასიანი სტადიონი და ნარები ათამაშო 20 ათასიან სტადიონზე. ხომ არ შეიძლება ყველაფერი გაიყიდოს ფულზე და ძმაკაცობაზე.
2
სამარცხვინოები ხართ ყველა, ვინც ბილეთების გაყიდვაზე ხართ პასუხისმგებელნი.ვერც მე და ვერც ჩემმა სამეგობრომ, არ ვიცი ზუსტად ალბათ 20 კაცზე მეტმა, ვერ შევძელით ბილეთის ყიდვა.საინტერესოა რატომ არ აკეთებთ ისე, რომ თუნდაც სტადიონის ტევადობის ნახევარი მაინც გაიყიდოს სალაროში? მთელი დღე ვიდგები რიგში და ვიყიდი ისე რომ არ დავიწუწუნებ.ეს სრულად ონლაინ რეჟიმში გაყიდვა ვიღაცის ინტერესებშია ალბათ.ძალიან მწყდება გული რომ ბათუმში ჩამოდის ნაკრები და ვერ ვახერხებ დასწრებას. ეხლა ნახავთ სვეწკი გოგოშკებით აჭრელდება ტრიბუნა და წავა სელფომანია, ისეთებით რომ ჰკითხო რამდენი კაცი თამაშობს ერთ გუნდშიო ვერ გიპასუხებენ. აი ასეა და მართლა გულშემატკივარი დარჩება სახლში. ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოგვარდეს ეს საკითხი, ტევადობის ნახევარი მაინც გაიყიდოს სალაროებში,ვინც მართლა გულშემატკივარია დადგება რიგში და იყიდის.
ქობულეთიდან
08:36 01-11-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული