რებროვმა საქართველოს და ალბანეთის ნაკრებებთან მატჩებისთვის უკრაინის შემადგენლობა დაასახელა

AutoSharing Option
უკრაინის ნაკრები ერთა ლიგის B1 ჯგუფში 16 ნოემბერს ბათუმში საქართველოს ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება, 19 ნოემბერს კი ტირანაში ალბანეთს. ჩვენი მეტოქის მწვრთნელმა სერგეი რენბროვმა ამ მატჩებისთვის 25 ფეხბურთელი გამოიძახა, ხოლო კიდევ შვიდი მოთამაშე თადარიგში ჰყავს.

მეკარეები: გეორგი ბუშანი (დინამო), ანატოლი ტრუბინი (ბენფიკა, პორტუგალია), ანდრეი ლუნინი (რეალი, ესპანეთი)

მცველები: ნიკოლაი მატვიენკო, ეფიმ კონოპლია, ვალერი ბონდარი (ყველა  შახტარი), ალეკსანდრ ტიმჩიკი (დინამო), ვიტალი მიკოლენკო (ევერტონი, ინგლისი), ილია ზაბარნი (ბორნმუთი, ინგლისი), მაკსიმ ტალოვეროვი (ლასკ, ავსტრია)

ნახევარმცველები: ნიკოლაი შაპარენკო, ვლადიმირ ბრაჟკო (ორივე დინამო), გეორგი სუდაკოვი, დმიტრი კრისკივი,
ალეკსანდრ ზუბკოვი (ყველა შახტარი), ალეკსეი გუცულიაკი, ალეკსანდრ ნაზარენკო (ორივე  პოლესე), ივან კალუჟნი (ალეკსანდრია), მიხაილ მუდრიკი (ჩელსი, ინგლისი), ვიკტორ ციგანკოვი (ჟირონა, ესპანეთი), ალეკსანდრ ზინჩენკო (არსენალი, ინგლისი), ეგორ იარმოლიუკი (ბრენტფორდი, ინგლისი)

თავდამსხმელები: არტიომ დოვბიკი (რომა, იტალია), რომან იარემჩუკი (ოლიმპიაკოსი, საბერძნეთი), ვლადისლავ ვანატი (დინამო)

სათადარიგოები: დმიტრი რიზნიკი, ტარას სტეპანენკო, დანილ სიკანი (ყველა  შახტარი), ალეკსანდრ სვატოკი (ოსტინი, აშშ), ბოგდან მიხაილიჩენკო (პოლესე), ვიტალი ბუიალსკი, ვლადისლავ კაბაევი (ორივე დინამო).

მკითხველის კომენტარები / 10 /
8 კაცია,ტოპ ლიგებიდან,პლიუს ბენფიკა და ოლიმპიაკოსი.შახტიარი და კიევის დინამოც სისტემატურად თამაშობენ,ჩემპიონთა ლიგაზე.ეს იმათ გასაგონად,ვინც ჩვენ ბიჭებზე ილესავდა ენას,მაგათთან როგორ წააგესო.ძალიან ძლიერი და თანაბარი შემადგენლობა ჰყავთ და დიდი სხვაობა არ არის ძირითადსა და სათადარიგო ფებურთელებს შორის.ყველა გამოცდილი და ფიზიკურად ბრწყინვალედ მომზადებულია.ჩვენი ნაკრები აღმავლობის გზაზეა,მაგრამ შემადგენლობის სიღრმე არ გვაქვს და ჯგუფში თუ გავიმარჯვებთ,ეს კანონზომიერება კი არა,უზარმაზარი თავგანწირვის და საკმაოდ დიდი დოზით გამართლების დამსახურება იქნება.ამას იმიტომ ვამბობ,რომ თუ გამოგვივა,დავუფასოთ ბიჭებს თავდადება და წარუმატებლობის შემთხვევაში,ქვეყანა არ დავაქციოთ,თავზე.
სოსო
01:53 05-11-2024
2
ისინი ისევ უკრაინას უბალეშიკებენ:)))
11

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული