რამაზ სვანაძემ ხორვატიასთან მატჩებისთვის საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, 15 ნოემბერს, უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის პლეი-ოფის პირველ მატჩს მიხელ მესხზე, ხორვატიის წინააღმდეგ ითამაშებს. 19 ნოემბერს კი ჩვენი რიეკაში გაემგზავრება, სადაც პლეი-ოფის მეორე მატჩს ითამაშებს.

აღნიშნული მატჩებისთვის, რამაზ სვანაძემ 24 ფეხბურთელი გამოიძახა. მათ შორის ორი დებიუტანტია, 17, 19 და 20-წლამდე ასაკობრივი გუნდების ყოფილი ნახევარმცველი - დაჩი ლორდქიფანიძე ახალგაზრდულ ნაკრებში პირველადაა გამოძახებული, ასევე გაგრას მცველი ირაკლი იაკობიძეც 21-წლამდე ნაკრების შეკრებას პირველად გაივლის.

დისციპლინაურლი სანქციების გამო (ყვითელი ბარათები), ხორვატიასთან გასამართი პლეი-ოფის პირველ მატჩს, გუნდის კაპიტანი საბა ხვა
დაგიანი და ნახევარმცველი ნოდარ ლომინაძე გამოტოვებენ.

U21 | შემადგენლობა

მეკარეები: ლუკა ხარატიშვილი (დინამო ბათუმი), მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი), ლევან თანდილაშვილი (თელავი).

მცველები: ირაკლი აზაროვი (დონეცკის შახტარი, უკრაინა), საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი), ნიკოლოზ უგრეხელიძე (დინამო თბილისი), საბა მამაცაშვილი (სირიუსი, შვედეთი), გიორგი მაისურაძე (ჟიტომირი, უკრაინა), ლადო ოდიშვილი (თელავი), ლუკა ლაცაბიძე (ოდესის ჩერნომორეცი, უკრაინა), ირაკლი იაკობიძე (გაგრა), თორნიკე მორჩილაძე (თელავი).

ნახევარმცველები: ოთარ მამაგეიშვილი (იბერია 1999), გიზი მამაგეიშვილი (იბერია 1999), ლევან ოსიყმაშვილი (დინამო თბილისი), ირაკლი იეგოიანი (ვიტესი, ნიდერლანდები), ლუკა გაგნიძე (დინამო მოსკოვი, რუსეთი), ნოდარ ლომინაძე (დილა გორი), დაჩი ლორდქიფანიძე (კრემონეზე, იტალია), გაბრიელ სიგუა (ბაზელი, შვეიცარია).

თავდამსხმელები: ვასილიოს გორდეზიანი (დინამო თბილისი), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), გიორგი აბუაშვილი (კოლხეთი ფოთი 1913), ლაშა ოდიშარია (რფს რიგა, ლატვია)
მკითხველის კომენტარები / 12 /
დიდი გამარჯვება!
დიდი სიხარული მოგენიჭებინოთ საქართველოსათვის!
ნუგო
14:53 07-11-2024
1
ასეთი გვარი - ლორდქიფანიძე არ არსებობს, ლორთქიფანიძეა სწორი...
ვიცი რომ ტრანსფერმარკტზე ლორდქიფანიძე წერია და ზოგიერთი იტალიური გამოცემაც ასე წერს, ვიღაცეებს ფეისბუქშიც ლორდქიფანიძე უწერიათ, მაგრამ ლორდი არა ჰერცოგი, ჩვენ ხომ ვიცით რომ ძველი იმერული თავადური გვარია ლორთქიფანიძე, ციხეც ჰქონდათ და ხონის საეპისკოპოში შედიოდნენ...
Walkabout
14:48 07-11-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული