"კლასი ქართველებზე მაღალი გვაქვს - მთავარია ხვიჩას ცხოვრება გავურთულოთ" - უკრაინელი ექსპერტი

AutoSharing Option
უკრაინელმა საფეხბურთო ექსპერტმა ოლეგ ფედორჩუკმა Sport.ua-სთან ინტერვიუში ერთა ლიგაზე საქართველოსა და მათი ქვეყნის ნაკრების მომავალ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

- პირველ რიგში, ჩემი აზრით, ჩვენი ბიჭების კლასი მეტოქისაზე მაღალია, შემადგენლობა კი უფრო თანაბარი. და კიდევ - ფეხბურთელები თამაშს საბრძოლო ფორმაში უნდა შეხვდნენ და თავიანთი საუკეთესო უნარები წარმოაჩინონ.

- თქვენი აზრით, ქართველების რა "კოზირებს" შეუძლია ხელი შეუშალოს უკრაინელებს გამარჯვების მოპოვებაში?
- მასპინძელთა რიგებში არის ფეხბურთელი, რომლის თამაშის სანახავად მიდიან მაყურებლები. ეს ხვიჩა კვარაცხელიაა. ასეთი აღიარება უნდა დაიმსახურო და რა თქმა უნდა, "ნაპოლის" ლიდერი შაბათს პარტნიორებს
წინ წარუძღვება. ამიტომ ძალიან ბევრი იქნება იმაზე დამოკიდებული, როგორ გაუმკლავდება ამბიციურ ქართველს ჩვენი მარჯვენა მცველი ეფიმ კონოპლია. თუ ერთობლივი ძალისხმევით, დასწრებაზე თამაშით და საიმედო დაზღვევით მოახერხებენ ხვიჩასთვის ცხოვრების გართულებას, მაშინ დადებითი შედეგის მიღწევის შანსები გაიზრდება.

მეორეც: შეშფოთებას იწვევს საყრდენი ნახევარმცველის პოზიცია. ვისზე შეაჩერებს არჩევანს ნაკრების მესაჭე სერგეი რებროვი? დინამოელი ვლადიმირ ბრაჟკო ტრავმის შემდეგ მწყობრში ჩადგა, მაგრამ საკლუბო დონეზე მისი თამაში შთამბეჭდავი არ არის. რაც შეეხება ივან კალიუჟნის, მისი მაქსიმალური განწყობა ეჭვს არ იწვევს, თუმცა ეყოფა კი მობილურ ქართველ ნახევარმცველებთან ბრძოლისას სისწრაფე. მით უმეტეს კვარაცხელიას სწორედ მარცხენა ფლანგიდან ცენტრალურ ზონაში შეწევა უყვარს.

- მაგრამ ბრჟკოს გარდა არასაკმარისი სათამაშო პრაქტიკა კიდევ უკრაინის ნაკრების მთელ რიგ ფეხბურთელებს ჰქონდათ.
- აი, ესეც საგანგაშოა, რადგან ჩვენი ლეგიონერები ძირითად შემადგენლობაში არა მხოლოდ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ხვდებოდნენ, არამედ სათამაშო ხარისხიდან გამომდინარე. საუბარია ალეკსანდრ ზინჩენკოზე, რომან იარემჩუკზე, მიხაილ მუდრიკზე და რებროვის ამ მხრივ "არ შეგშურდება". ის ხომ მუდამ ხაზს უსვამდა, რომ უპირატესობას იმათ მიანიჭებდა, ვისაც სათამაშო პრაქტიკა ექნებოდა. ამ დისბალანსმა შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს.

- პრობლემები აქვს ჩვენი შეტევის ლიდერ არტიომ დოვბიკსაც.
- ეს შეშფოთების კიდევ ერთი საფუძველია. სამწუხაროდ, დოვბიკს საფეხბურთო განათლების მხრივ ხარვეზები გააჩნია, რაც იტალიაში თავისი საგოლე მისიის შესრულებაში ხელს უშლის, სადაც თავდაცვა ეხერხებათ.  რა გვაქვს საბოლოო ჯამში - დოვბიკი შედეგიანობით ვერ გამოირჩევა, ხოლო იარემჩუკი "ოლიმპიაკოსში" სათადარიგოა. კიდევ არის დინამოელი ვანატი, მაგრამ ის საერთაშორისო არენაზე შესამჩნევი არ არის. სამწუხაროა.

- მაშინ ბათუმში ვინ გაიმარჯვებს?
- ეს ორივე გუნდისთვის რთული დაპირისპირება იქნება. არსებობს იმედი, რომ მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდება ჩვენი მეკარე, რომ კრეატიულობით ნახევარმცველები გაგვახარებენ, რომ მათგან ვინმე გოლს გაიტანს, რომ ფორტუნა სტუმრებს გაუღიმებს. მაინც უფრო იქითკენ ვიხრები, რომ შედეგიანი ფრე იქნება.

მკითხველის კომენტარები / 26 /
რუსეთ-უკრაინის ომი არის სამოქალაქო ომი. ეს ისეა სამეგრელო და სვანეთი რომ ომობდეს.
ddddddd
15:18 14-11-2024
5
ქოცებზე რას ფიქრობ გავიგეთ და კოლექტიურ ნაცებს რას ეძახი დავით-სან? :)
დავით 67-ს
11:59 14-11-2024
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული