სავარაუდო შემადგენლობა უკრაინასთან - "მამარდას" პრობლემა, "გოჩო" მარცხნივ და მთავარი სირთულე ზურიკოსა და ბუდუსთან...

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები "ერთა ლიგის" გადამწყვეტ მატჩებს დიდი სიახლით ხვდება, მთავარ მწვრთნელ ვილი სანიოლთან ხელშეკრულება 2028 წლამდე გახანგძლივდა. მნიშვნელოვან შეხვედრებამდე ამ გადაწყვეტილების შუქ-ჩრდილებზე შეგნებულად არ ვისაუბრებთ, მოგვიანებით კი აუცილებლად განვიხილავთ.

უკრაინის ნაკრებთან დაპირისპირებამდე ისევ ბევრი საუბარია მეტოქის ბანაკში არსებულ დანაკლისსა თუ პრობლემებზე. ისევე როგორც ოქტომბერში, ახლაც მნიშვნელოვანი გვგონია, კონცენტრაცია მხოლოდ საკუთარ გუნდსა და თამაშზე მოვახდინოთ.

საკადრო პრობლემები საქართველოს ნაკრებშიცაა, ამავდროულად კი მთავარ მწვრთნელს კონკურენციიდან გამომდინარე დილემებიც აქვს. სავარაუდოა, სანიოლი ისევ 3-მცველიან სქემას დაუბრუნდება, შეტევაში კი ის ერთგვარი ქაოსი არ იქნება, რაც
ალბანეთთან თბილისში ვიხილეთ.

მეკარე

გიორგი მამარდაშვილის მთავარი პრობლემა ახლა ისაა, "ვალენსიას" ორი თამაში გადაიდო და ცოტათი ტონუსიდან ამოვარდნილია. "მამარდას" გუნდი ესპანეთში ბოლოადგილოსანია და ჩვენებურს დიდი ჯაფა ადგას, ბოლოს "ხეტაფესთან" არწაგებაში კი დიდი როლი ჰქონდა.

ცენტრალური მცველები

ლადა დვალის დისკვალიფიკაცია, ლოგიკურად, ლუკა ლოჩოშვილის ძირითადში გამოჩენას ნიშნავს. მარცხენა ცენტრალური მცველი გუნდში ის და ბოლო მომენტში დამატებული ალექსანდრე კალანდაძეა. იმის გათვალისწინებით, რომ "ლოჩოს" ბოლო დროს ნაკრებში ფლანგზე ვხედავთ, გიორგი გველესიანს კი გუნდში ორ ცენტრალურ მცველს შორის მარცხნივაც იყენებენ, დვალის შემცვლელად მას მოვიაზრებთ.

სამწუხაროა, საბა გოგლიჩიძე რომ გამოგვაკლდა, მას ახლა სასტარტოში ველოდით. მარჯვენა ცენტრალური მცველის პოზიციაზე საბა კვირკველიას გამოჩენა უალტერნატოვო გვგონია. ამჟამად თბილისის "დინამოს" უკანახაზელისთვის ეს "ჯვაროსნების" რიგებში 62-ე მატჩი იქნება, რაც გამორჩეული შედეგია.

კვირკველია-კაშია(122-ე მატჩი ექნება)-გველესიანის დაცვის ხაზის უპირატესობა გამოცდილება იქნება, მაგრამ დასამალი არაა, მათი ასაკიდან გამომდინარე, უკანა ხაზი სისხარტისა და მოქნილობის პრობლემა დაუდგება. იმედია, ეს სამეული სისწრაფის, პოზიციის შერჩევისა და ორთაბრძოლების მოგების კარგ ნაზავს შემოგვთავაზებს. "ჩელსის" ფეხბურთელი მუდრიკის შეჩერება პოლონურ მატჩში გაგვიჭირდა.

Sportall.Ge

ფლანგები

ოთარ კაკაბაძის (70-ე მატჩის მოლოდინშია. "ერთა ლიგაზე" კვეკვესკირთან ერთად 18 შეხვედრაში ითამაშა) ოქტომბრის სანაკრებო გამოსვლა კრიტიკას იმსახურებდა, თუმცა ასეთებიც ხდება. სანიოლოსთვის ის ფლანგზე დაცვისა და შეტევის კარგი ბალანსია და ახლაც სასტარტოში ველით. ოთოს კლუბში კარგი პრაქტიკა აქვს.

რაც შეეხება მარცხენა ფლანგს, აქ დიდი არჩევანია, მაგრამ ნომინალური მარცხენა მცველი არავინაა. ფრანგმა დამრიგებელმა პოზიცია ლოჩოშვილს, შენგელიას (მზადება ინდივიდუალურად დაიწყო) ან წიტაიშვილს უნდა შეუცვალოს. არის კიდევ ერთი ვარიანტი, რაც სანიოლს გამოუყენებია (ბათუმში ნორვეგიასთან მეორე ტაიმში) და ამას ახლაც ვვარაუდობთ - გიორგი გოჩოლეიშვილმა მარცხენა ფრთა ჩაიბაროს. 23 წლის ფეხბურთელი "კოპენჰაგენში" მშვენიერია და ზემოთჩამოთვლილებისგან განსხვავებით, დაცვაში თამაშის მაინც ყველაზე დიდი გამოცდილება აქვს. ეგაა, 4-მცველიან ტაქტიკაში, თანაც, ესპანეთთან, ეს ცუდად გამოუვიდა.

Sportall.Ge

ცენტრი

აქ არაფრის ახსნა საჭირო არაა, მხოლოდ იმას ვიტყვით, რომ გიორგი ქოჩორაშვილმა დისკვალიფიკაცია კი მოიხადა, მაგრამ გადამწყვეტი ტურის წინ ამ საფრთხის წინაშე ოთარ კიტეიშვილი და გიორგი ჩაკვეტაძე არიან. ჩვენ ნახევარდაცვას ოქტომბერში უკრაიანელებთან გაუჭირდა, რისი მიზეზი მოედნის საფარიც იყო და არც "ჩაკვესთან" გაჩაღებული "დაჭერობანა" გვავიწყდება. ახლა სხვა მოცემულობა უნდა იყოს!..

შეტევა

წინა ხაზზე ისევ ტრადიციული დილემებია. ზურიკო დავითაშვილი და ბუდუ ზივზივაძე ნაკრებს კარგ ფორმაში შეუერთდნენ, თუმცა არსებულ ტაქტიკურ სქემასა და კონკურენციაში მათი თამაშის ალბათობა მცირეა. წინა შეხვედრაში სანიოლმა ეს საკითხი ძირითადში ყველას ერთდროულად დაყენებით გადაჭრა, რაც ახლა ასე არ უნდა იყოს. შეტევაში კვლავ ხვიჩა კვარაცხელია - გიორგი მიქაუტაძის მძლავრ დუეტს ველით. მოსალოდნელია, დრო საბა ლობჟანიძემაც მიიღოს.

Sportall.Ge

"კვარას" ერთი გოლი სჭირდება, რათა ნაკრების საუკეთესო ბომბარდირებს შორის (შოთა არველაძე - 26) მეორე ადგილზე ერთპიროვნულად გადავიდეს (მასსა და ქეცბაიას 17-17 აქვთ); თუკი მოწინააღმდეგის კარს მიქაუტაძე დალაშქრავს, მე-4 ადგილზე მყოფ ალექსანდრე იაშვილს დაეწევა(15 გოლი).

შეგახსენებთ, 16 ნოემბერს უკრაინას ბათუმში ვუმასპინძლებთ (21:00 სთ), ჩეხეთისა და საქართველოს ნაკრების დაპირისპირება 19 ნოემბერს, ჩვენი დროით 23:45 საათზე შედგება.

altმზადაა საქართველოს ნაკრები ჯგუფის მოსაგებად?! - სხვა მენტალობით რთულ ისტორიასთან...

altკვეკვესკირის როლი გასახდელში დიდია... ეს კონკურენციაა... ბათუმში კარგი საფარი იქნება - სანიოლისა და იაშვილის პრესკონფერენცია

მკითხველის კომენტარები / 30 /
არ ვიცი ვინ როგორ ფიქრობთ, მაგრამ ჩემი აზრით კვარა გაცილებით უფრო შედეგიანი და სახიფათო იყო მარცხენა ფალნგიდან როცა უტევდა და არა იმ პოზიციიდან სადაც ახლა უწევს, გინდ ნაკრებში და გინდ ნაპოლში... სწორედ ამ პოზიციიდან შეგვაყვარა თავი თავისი დრიბლინგებით, რომელიც დამეთანხმებით ამ ბოლო დროს ბევრად შემცირებულია, რაც სწორედ პოზიციის ცვლილების ბრალია...
დავით
10:28 14-11-2024
2
დ.დ-ს

თავხედი და უზრდელი ხარ. კლავიატურას ამოფარებული რუსი მენტალობის, რომელიც განსხვავებული აზრის გამო ძალადობს და შეურაწყოფაზე გადადის. რა ევროპა გინდა? სუფთა ვანუატუს და ჩიმკენტ, ნიჟნი ნოვგოროდის მენტალობისა ხარ.
G.LA
05:45 14-11-2024
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული