რებროვი: ჩვენ ჩვენი გეგმა გვაქვს - როგორ შევაჩეროთ კვარაცხელია?

AutoSharing Option
ერთა ლიგის მეხუთე ტურში, საქართველოს ნაკრებთან მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე უკრაინის ეროვნული გუნდის მწვრთნელმა სერგეი რებროვმა ისაუბრა:

"ვთვლი, რომ ბათუმში სულ სხვა თამაშს ვნახავთ. მათ დიდი მხარდაჭერა ექნებათ. დარწმუნებული ვარ, უფრო აგრესიულად ითამაშებენ. თუმცა, ჩვენ ჩვენი გეგმა გვაქვს და ის უნდა შევარსულოთ.

არ ვიცი, მეტოქე როგორ მდგომარეობაშია, მაგრამ ერთი თვის წინ შევხვდით. არის ინფორმაცია სხვა დაპირისპირებიდან, როდესაც ტაქტიკური სქემა შეცვალეს. ნებისმიერი სქემისთვის მზად უნდა ვიყოთ. ხვალ მოედანზე მოსაგებად გავალთ, რადგან მნიშვნელოვანი თამაშია. მჯერა, საინტერესო შეხვედრა იქნება.

კვარაცხელიას გაჩერებას როგორ ვაპირებთ?
ისევე როგორც ამას პირველი დაპირისპირებისას ვცდილობდით. არ ვიცი, რომელ პოზიციაზე ითამაშებს, მას დიდ პატივს ვცემ. ვთვლი, რომ ქართველებს ძალიან მაღალი დონის შემტევები ჰყავთ, მათ წინააღმდეგ თამაში ძალიან საინტერესოა.

დოვბიკმა გუშინ პირველად ივარჯიშა, ემზადება და ვნახოთ. ბევრ ფეხბურთელს მიკროტრავმა აქვს. სამწუხაროდ, ხვალ ვანატი ვერ დაგვეხმარება და იმედი გვაქვს, ალბანეთთან მატჩისთვის მზად იქნება".


მკითხველის კომენტარები / 2 /
სერგეი ხვალ საქართველო მოიგებს თქვენ მამაცი ხალხი ხართ და ომს მოუგებტ დამპალ რუსეთის იმპერიას მჯერა და სლავა უკრაინა
იბერიელი
23:48 15-11-2024
10
ეგ მაკვირვებს რომ უკრაინასთან ერთი თამაში არ გვაქვს მოგებული
ჟორა
09:38 16-11-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული