მატჩის დღე. საქართველო VS უკრაინა - დაწინაურებისა და დაქვეითების ალბათობები

AutoSharing Option
"ერთა ლიგა" გადამწყვეტ ეტაპზე გადავიდა, ნაკრებები ამა თუ იმ დივიზიონში ადგილს შეინარჩუნებენ, დაწინაურდებიან ან დაქვეითდებიან; არსებობს დასაწინაურებელი და დასაქვეითებელი პლეი-ოფები. რაც შეეხება მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის შანსს, მას "ა"-ს გარდა, "ბ" ლიგის გამარჯვებულები თუ შეწვდებიან. უმნიშვნელობანესი შეხვედრებია "ბ" ლიგის იმ დაძაბულ ჯგუფში, სადაც საქართველოს ნაკრები გამოდის. ვილი სანიოლის ფეხბურთელები უკრაინის ნაკრების წინააღმდეგ დღეს, 16 ნოემბერს, 21:00 საათზე, ბათუმში ითამაშებენ.

საქართველოს ნაკრებმა ოქტომბერში ცუდად გამოვიდა, ორ მატჩში დამარცხდა. არადა, "ერთა ლიგის" ჯგუფში მხოლოდ სომხეთის ნაკრებთან ერთადერთი წაგება გვქონდა. ისე გამოდის, ორი ტურით
ადრე ამ ჯგუფში ყველა შეიძლება დაწინაურდეს ან გავარდეს, რა თქმა უნდა, მეტ-ნაკლები ალბათობით.

წაგება ისაა, რაც როგორც საქართველოს, ასევე, განსაკუთრებით, უკრაინის ნაკრებს მძიმე მდგომარეობაში ჩააგდებს. ფრე ის შედეგია, ორივე გუნდს მართლაც უარესისგან რომ დაიცავს, მაგრამ არც საუკეთესო პერსპექტივებს უქადის. საუბარია იმაზე, რომ ქართველებს პირველ ადგილზე გასვლა და მუნდიალისთვის ბრძოლის გაგრძელება გაუჭირდებათ, უკრაინელები კი "C" დივიზიონს მიუახლოვდებიან.

Sportall.Ge

საქართველოს ეროვნული გუნდი საკუთარ მოედანზე ითამაშებს და ყველანაირად ეცდება, გულშემატკივრებში სიხარული და რწმენა დააბრუნოს. ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი მიქაუტაძეს გასულ თვეში ნაკრებში არ გაუტანიათ და ეს ამბავი ცოტათი მონატრებულიც კი ექნებათ. 16 ნოემბერი არც ისტორიაშია ურიგო, უელსის ნაკრებს დიდი ანგარიშით (5:0) სწორედ ამ დღეს ვაჯობეთ.

უფრო ლოგიკური იქნება, ფრანგი მთავარი მწვრთნელი დისკვალიფიცირებულ დვალს ლოჩოშვილით თუ ჩაანაცვლებს, თუმცა ვილის ზოგჯერ არასტანდარტული გადაწყვეტილებები ჩვევია. მარცხენა ფლანგზე თამაშის სხვაზე მეტი შანსი გიორგი წიტაიშვილს ექნება. ის ევროპის ჩემპიონატზე თავიდან სასტარტოში იყო და უკრაინის ახალგაზდულ ნაკრებში თამაშის გამოცდილებაც აქვს. აქაც არავინ იცის, რა გადაწყდება, ლევან შენგელია ფორმაში შევიდა. ოღონდ არ დაგვავიწყდეს, მასაც პოზიციის შეცვლა უწევს.

უკრაინასთან დაპირისპირება გიორგი ქოჩორაშვილისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. მას თამაშში ბოლომდე ჩართვა არც სხვა დროს აკლია, ახლა კი შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ მათთან წაგებულ შეხვედრაში ჯერ შეცდომა დაუშვა, შემდეგ კი მეორე გაფრთხილებია გამო, დისკვალიფიკაცია მიიღო.

Sportall.Ge

ზურიკო დავითაშვილი ისეთ ფორმაშია, სანიოლს მისი სათადარიგოთა შორის დატოვება გაუჭირდება. ვნახოთ, რას გადაწყვეტს.

უკრაინის ნაკრებში გარკვეულ პრობლემებზე ახლაც საუბრობენ, მაგრამ მათ საკმარისი საკადრო რესურსი გააჩნიათ. მაგალითად, თუკი მადრიდის "რეალის" კიპერი ლუნინი არ იქნება, "ბენფიკას" 23 წლის მეკარე ანატოლი ტრუბინი მშვენიერ ფორმაშია.

ერთი თვის წინ, პოლონეთში ჩატარებულ შეხვედრაში ცუდი ამინდი, მოედნის საფარი, განათება და უკრაინელთა ხისტი თამაში ვნახეთ, ბათუმში კი სხვას ველოდები. შეხვედრის მსაჯები ინგლისელები იქნებიან.

გამარჯვება, საქართველო!..

altრატომ წავაგეთ უკრაინასთან? - ამ სტილის გუნდებსაც მოვუძებნით გასაღებს, გვჯერა!..

altსავარაუდო შემადგენლობა უკრაინასთან - "მამარდას" პრობლემა, "გოჩო" მარცხნივ და მთავარი სირთულე ზურიკოსა და ბუდუსთან...

მკითხველის კომენტარები / 20 /
ღმერთმა სულ ხალისიანი და გახარებული ამყოფოს საქართველოს ნაკრები, ქვეყნის გასახარებლად !!!
გიორგი
10:38 15-11-2024
0
1-0 საქართველოს სასარგებლოდ!
მწვრთნელი
11:00 15-11-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული