ერთა ლიგის მეხუთე ტურში, საქართველოს ნაკრებთან ფრედ დასრულებული მატჩის (1:1) შემდეგ, პრესკონფერენციაზე უკრაინის ეროვნული გუნდის მწვრთნელმა სერგეი რებროვმა ისაუბრა:
"ასეთ მძიმე საფარზე რთული მატჩი გამოვიდა. საკუთარი მოედნის ფაქტორი საქართველოს ნაკრებს ეხმარებოდა... საბოლოოდ, მივიღეთ ის, რაც მივიღეთ და ვემზადებით უკანასკნელი ტურისთვის. გადამწყვეტი ფაქტორი სწრაფი გოლი იყო. ამის შემდეგ ანგარიშის შენარჩუნებაზე ვზრუნავდით და ველოდით, რომ საგოლე მომენტები ისევ გვექნებოდა. საქართველოს ნაკრები საკუთარი გულშემატკივრების ფაქტორმა ძალიან მოტივირებული გახადა და შედეგზე გავლენა ამანაც იქონია.
პირველი ტაიმის შემდეგ რა ვუთხარი მუდრიკს? ბევრი იშრომა, შეუცვლელი მოთამაშეა,
პირველი ნახევრის შემდეგ მას გარკვეული შენიშვნები მივეცი. მუდრიკი ძალიან სწრაფია, თუმცა ეს სათანადოდ ვერ გამოიყენა, ამაში კი ხელი მოედნის საფარმა შეუშალა. შეაჩერა თუ არა კონოპლიამ კვარაცხელია? ხვიჩა ინდივიდუალურად ძლიერი მოთამაშეა და მისი შეჩერება გუნდურადაა საჭირო.
ქართველების მხრიდან უკრაინელები მხარდაჭერას სულ ვგრძნობთ და ამისთვის მადლობას გეუბნებით."
გუშინდელი თამაშიდან და მწვრთნელის გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, უნდა ვაღიაროთ, რომ ასე მოთამაშე ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატზე არაფერი ესაქმება. ჩვენ გვყავს 5 ძალიან კარგი ფეხბურთელი, რომელსაც მაღალი ხარისხის მწვრთნელი ბოლომდე გამოწურავდა. იმ მწვრთნელზე, რომელიც ჩაკვეტაძეს ჯერ ადგილს ვერ უპოვის და მერე თამაშიდან გაიყვანს, რაღა უნდა თქვა. ტიპს არ შუძლია მეტი.
გარდა ამისა, ბათუმში თამაშის ჩატარება ნოემბრის შუა რიცხვებში რა უბედურებაა, როცა დინამოს სტადიონი გვაქვს. ქოცების ინტერსებს მიწებებული ფედერაციას პლიუს არეულ-დარეულ სანიოლი, რა შედეგსაც იძლევა, გუშინ გამოჩნდა.