პირველ ტაიმში სტუმრები დომინირებდნენ, ორჯერ გაარტყეს ბურთი ხარიხას, მეორე ტაიმში თამაში გათანაბრდა, სანახაობრივი ვერ იყო, ორივე გუნდი ფრთხილობდა და მატჩი უგოლოდ დასრულდა.
ჯგუფში 8 ქულით ლიდერი ჩეხეთია, საქართველო 7 ქულით მეორე ადგილზეა, ამდენივე ქულით და უარესი დამატებითი მაჩვენებლით მესამე პოზიციაზე ალბანეთია, უკრაინა კი 5 ქულით აუტსაიდერია.
ბოლო ტური 19 ნოემბერს გაიმართება - ჩეხეთი საქართველოს, ალბანეთი კი უკრაინას მიიღებს.
„ჯვაროსნებთან“ ჩეხებს დისკვალიფიკაციის გამო ნახევარმცველი ტომაშ სოუჩეკი და თავდამსხმელი ტომაშ ხორი ვერ დაეხმარებიან. საქართველოს ნაკრები პირველ ადგილს მხოლოდ გამარჯვების შემთხვევაში დაიკავებს.
ტირანა. „აირ ალბანია“
ალბანეთი - ჩეხეთი 0:0
![ალბანეთი - ჩეხეთი 0:0 - "ჯვაროსნებს" ოლომოუცში გამარჯვება სჭირდებათ [VIDEO] alt](/pictures/image50/0127f05846d7c1b4a634bcf3ea838dde.jpg)