ჰაშეკი: ქართველ მცველებს სიმაღლეში უპირატესობა ექნებათ - გამარჯვების იმედი გვაქვს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებთან ერთა ლიგის ბოლო, მეექვსე ტურის მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ჩეხეთის ეროვნული გუნდის მწვრთნელმა ივან ჰაშეკმა ისაუბრა:

"დისკვალიფიცირებული სოუჩეკის შეცვლა ძნელია, სამი თუ ოთხი ვარიანტი გვაქვს და საუკეთესოს შევარჩევთ. საქართველომ თბილისში ჩვენთან საუცხოოდ ითამაშა, ჩვენ კი, რაც მე გუნდში ვარ, - ყველაზე უარესად. თუმცა, ეს უკვე წარსულია, დასკვნებია გამოსატანი. ყველას შეუძლია ჯგუფის მოგება, ამიტომ სიფრთხილე გვმართებს, განსაკუთრებით მეტოქის შემტევი ვარსკვლავების მიმართ, რომლებიც კონტრშეტევებზე სახიფათონი არიან.

ქართველები უფრო ღრმა დაცვიდან თამაშობენ, ახლა გაცილებით აგრესიულად მოქმედება გვჭირდება, ამოცანას გავუმკლავდებით და ეს შეხვედრა
განსხვავებული იქნება. სანიოლმა შეიძლება მოედანზე ხუთი მცველი გამოიყვანოს, ისინი თითქმის ყველანი 190 სანტიმეტრზე მაღალი სიმაღლის არიან და ამ მხრივ მცირე უპირატესობა ექნებათ, თუმცა ჩვენ მზად ვართ და გულშემატკივრების მხარდაჭერით გამარჯვების იმედი გვაქვს".

მკითხველის კომენტარები / 12 /
ისე საზიზღრად ითამაშა ბოლო 3 თამაში საქართველომ რომ 4:1 წაგების მერეც მოგების იმედი აქ ჩეხეთს..
Qartveli
20:35 19-11-2024
0
თავს იზღვევს, მაღალი მცველები ყავთ ქართველებს და შეიძლება ვერ გავუტანოთო. აი რა ნიშნავს ერთფეროვანი და უფანტაზიო გუნდი. აუცილებლად უნდა მოვუგოთ!
მძიმე დღეშია ჰაშეკი
13:25 19-11-2024
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული