სანიოლი მატჩის წინ: წარსულით ტკბობა არაფერს მოგვიტანს, მთავარია, ახლა ვიყოთ ბოლომდე ფოკუსირებულები

AutoSharing Option
ჩეხეთთან ერთა ლიგის ბოლო, მეექვსე ტურის მატჩის წინ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

"პირველ მატჩთან შედარებით განსხვავებული სიტუაციაა. ბევრი რამ შეიცვალა. მთავარია, წლის ბოლო შეხვედრაში როგორი მიდგომა გვექნება. რა თქმა უნდა, გადამწყვეტი თამაშების სასიამოვნო მოგონებები გვაქვს, მაგრამ წარსულით ტკბობა არაფერს მოგვიტანს, მთავარია, ახლა ვიყოთ ბოლომდე ფოკუსირებულები. ვეცდებით გავაკეთოთ ის, რაც ყველაზე კარგად ვიცით. შემაწუხებელი გუნდი ვართ იმათთვის, ვინც თავს კომპაქტურად იცავს.

ჩვენთვის ოქტომბერი რთული იყო, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ ის, თუ საიდან მოვდივართ. საგოლე მომენტების შექმნით ჯგუფში ლიდერები
ვართ. ყველა შეხვედრაში მოსაგებად გავდივართ, ეს ჩვენი იდენტობაა. მთავარი ჩვენი თამაში და დისციპლინა იქნება. ორთაბრძოლებში ძლიერი უნდა ვიყოთ".

მკითხველის კომენტარები / 13 /
დღეს კვარა გაიტანს
მამუკა
21:06 19-11-2024
1
ყველა პარამეტრებით ვჯობივართ. უკეთეს გუნდებში ვთამაშობთ, უფრო ძვირიანი ფეხბურთელებიც გვყავს ჯამში. ამ ჩეხეთს თუ ვერ მოუგე, აბა რა გინდა მსოფლიოზე საერთოდ. მოვიგებთ
ლევან მაღლაკელიძე.
15:27 19-11-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული