სომხეთის ნაკრების მწვრთნელი საქართველოს წინააღმდეგ რაული იქნება? - რას ამბობს ადგილობრივი ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი კანდიდატებზე

AutoSharing Option
სომხეთის საფეხბურთო ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა არმენ ნიქოღოსიანმა ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის მოლაპარაკებებზე Fast Sports-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

"მოლაპარაკებები თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ფედერაციის პრეზიდენტი არმენ მელიქბეკიანი შეხვდა მიშელ ტერ-ზაქარიანს, რომელსაც უზარმაზარი ფინანსური მოთხოვნები აქვს. ჩვენ ასევე განვიხილეთ მარგარ აღაჯანიანის ვერსია და შევხვდით მას.

გვინდა, რომ ახალი მწვრთნელი უცხოელი იყოს. კაპაროსმა და პეტრაკოვმა აჩვენეს, რომ უცხოეთიდან ჩამოსულ სპეციალისტებს ბევრი უპირატესობა აქვთ. მივხვით იმასაც, რომ სასურველია ახალი მწვრთნელი ახალგაზრდა იყოს, რადგან ახალგაზრდა პროფესიონალები უფრო მეტის მიღწევას ცდილობენ.

შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ კანდიდატთა სიაში
ლეგენდარული რაულიც გვყავს. "ნოას" მთავარ მწვრთნელ რუი მოტაზე გავრცელებული ინფორმაცია კი ტყუილია", - თქვა ნიქოღოსიანმა.

ინფორმაციისთვის, რუი მოტა ის ადამიანია, რომელიც გორის "დილას" წვრთნიდა და შემდეგ სამუშაოდ სომხეთში წავიდა. ერთა ლიგის ბოლო 2 ტურში სომხეთის ნაკრების დროებითი მწვრთნელის მოვალეობას 52 წლის სურენ ჩახალიანი ასრულებდა. 

შეგახსნებთ, რომ ერთა ლიგის B ჯგუფში დარჩენისთვის საქართველოს ნაკრების მეტოქე სწორედ სომხეთი იქნება.

altერთა ლიგის B ჯგუფში დარჩენისთვის საქართველოს ნაკრების მეტოქე ცნობილია

მკითხველის კომენტარები / 8 /
ესპანელებო არ გაუშვათ რაული სომხეთის ნაკრების მწვრთნელად თორე დადგება დღე როცა მოგიწევთ ამტკიცოთ რო რაული ესპანელია და არა სომეხი,,ყველა იმ უზრდელი ადამიანის დედას შევეცი ვინც იუზრდელებს და ტელეფონის ნომერს არ დაწერს თავისას
gel-100
20:12 22-11-2024
2
ქინქლაძე და ტყუპები ვათამაშოთ,მაგათ იციან შვიდით ნული.თანაც კპშიაზე ასაკიანები არ მგონიან
ჯუდო
20:10 22-11-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული