უდიდესი სხვაობა - საქართველოსა და სომხეთის ნაკრების ჯამური ღირებულება ტრანსფერმარკტის მიხედვით

AutoSharing Option
ერთა ლიგის B დივიზიონში ადგილის შესანარჩუნებლად საქართველოს ნაკრები C ლიგის მეორეადგილოსან სომხეთს დაუპირისპირდება - 20 მარტს გასვლაზე და 23 მარტს სახლში.

გერმანული გამოცემა ტრანსფერმარკტის მონაცემებით, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების ჯამური ღირებულება 178.10 მილიონი ევროა, ხოლო სომხეთის ნაკრების ფეხბურთელების ჯამური ღირებულება 42.15 მილიონ ევროს შეადგენს.

საქართველოს ნაკრებიდან ყველაზე ძვირადღირებულები მოთამაშე "ნაპოლის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელიაა (80 მილიონი ევრო).

სომხეთის ნაკრების ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი კი "კრასნოდარის" შემტევი ნახევარმცველი ედუარდ ედურარდ სპერციანია (20 მილიონი ევრო).

შეგახსენებთ, პირველ მატჩში ჩვენს ეროვნულ გუნდს დისკვალიფიცირებული გურამ კაშია და
ხვიჩა კვარაცხელია ვერ დაეხმარებიან.

საქართველოს ნაკრები სომხეთს ერთა ლიგის C დივიზიონში 2020 წელს ორჯერ შეხვდა, პოლონეთის ქალაქ ტიხიში მატჩი ფრედ (2:2) დასრულდა, თბილისში კი 1:2 წავაგეთ. მაშინ ჯგუფში გამარჯვებულები ჩვენი მეზობლები გამოვიდნენ, მეორე ადგილზე ჩრდილოეთ მაკედონია გავიდა, მესამეზე საქართველო, მეოთხეზე კი - ესტონეთი.

სომხეთის ნაკრები ამა წლის 14 ნოემბერს С4 ჯგუფში საკუთარ მოედანზე ფარერებთან 0:1 დამარცხდა, აუტსაიდერი იყო და D ლიგაში დაქვეითება ემუქრებოდა, მაგრამ ბოლო ტურში რიგაში ლატვიას 2:1 მოუგო და საბოლოოდ მეორე პოზიცია დაიკავა. ამ გუნდს გადაყენებული უკრაინელის, ალეკსანდრ პეტრაკოვის ნაცვლად დროებით სურენ ჩახალიანი ხელმძღვანელობს.

altაღზევებიდან დაქვეითებამდე ერთი ნაბიჯია - სომხეთთან რევანშის იმედით

მკითხველის კომენტარები / 32 /
კვარა რომ გამოგვაკლდება ფასი ორჯერ გვივარდება და ძალებიც თითქმის თანაბრდება თუ მაინცდამაინც ტრასფერმარკტს შევხედავთ მაგრამ ასეთ თამაშებში სხვა ფაქტორებია გადამწყვეტი. პორტუგალია ფასით ხუთჯერ გვჯობდა მაგრამ დამაჯერებლად მოვუგეთ. დერბი მაინც დერბია და ხშირად უფრო სუსტი იმარჯვებს ხოლმე. როგორც საბერძნეთთან თამაშის წინ იყო გაერთიანებული მთელი ერი ასეთი მიდგომაა საჭირო წარმატებუსთვის. უნდა დაივიწყონ პოლიტიკური შეხედულებები და დინამოზე დანიშნონ თამაში. თუ მართლა აქვს დინამოს რომელიღაც ტრიბუნას პრობლემა თავისუფლად შეიძპება 4-5 თვეში მოგვარება. ბიჭებმაც თავს უნდა მიხედონ ისევე როგორც საბერძნეთის წინ მიხედეს. ჟურნალისტებმა თავისი გააკეთონ, ფედეტაციამ თავისი და გულშრმატკივარმა თავისი. თუ ყველა მაქსიმუმს დადებს ორივე თამაშს მივუგებთ და თუ ერევანში მოვიგეთ, თბილისში წინ წამოვლენ და განადგურდებიან! პირველ თამაშში ხვიჩას ზუკა შეცვლის ხოლო კაშოს გოგლიჩიძე და მაინც ძლიერად ვიქნებით. საპასუხოში კი უფრო ძლიერები ვიქნებით და შეიძლება ის 7-0 გავუმეოროთ. მათ შემადგენლობას რაც შეეხება, ჩვენი არ იყოს მათი ღირებულების ნახევარი სპერციანია მაგრამ დიდი არაფერი ფეხბურთელია. უფრო იმიტომ აქვს ამხელა ფასი რომ რუსეთში დაბადებულ გაზრდილია და რუსული პასპორტიც აქვს და რუსეთში ლიმიტის გამო რუსულ პასპორტიანების ფასი ავტომატურად ორჯერ იზრდება. რეალურად ჩაკვე მასზე მაღალი დონის ფეხბურთელია უდავოდ. ბევრი ნატურალიზებული ფეხბურთელი ყავთ რომელთაგან გამორჩეული ურუგვაელი ლუკას ზელარიანი და გერმანელი რანოსი არიან. ეს უკანასკნელი ბავარიის აღზრდილია და კარგი მონაცემი აქვს. მოკლედ როგორც ყოველთვის ქართულ ფეხბურთთან ახლოს ვერ მოვლენ მაგრამ თავს მოიკლავენ. ჩვენ კი სიდინჯე და ყურადღება გვმართებს. ნაცადი ტაქტიკით უნდა დაველოდოთ ჩვენ შანსებს რომელიც მრავლად გვექნება და თუ ნერვებმა არ გვიმტყუნა ამოვტენით
Zaza
00:24 24-11-2024
0
შემოვიგდებთ სომხებს საჭირო ადგილას, მაგრამ აგრესიითაა საჭირო თამაში და არა ზემოდან ყურებით!!
ედუარდ შალიაკიან
20:31 23-11-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული