"ჩვენ გვსურს არა მხოლოდ ახალი მწვრთნელის მოწვევა, არამედ გლობალური ცვლილებების შეტანა ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბსა და საფეხბურთო აკადემიებში", - აქვეყნებს სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არმენ მელიკბეკიანის სიტყვებს golosarmenii.am.
საინტერესოა, რომ ზემოთ აღნიშნული წყაროს ცნობით, ფედერაციის შეკრების პარალელურად, სომხურმა ფან-კლუბებმა პრესკონფერენცია გამართეს, სადაც განაცხადეს, რომ მოითხოვდნენ ფედერაციის ამჟამინდელი ხელმძღვანელობის გადადგომას.
მათი
არ არის საკმარისი ნორმალური მოედნები მასობრივი, სამოყვარულო ფეხბურთისთვის, მათ შორის პატარა ქალაქებსა და სოფლებში. პროფესიონალურ ფეხბურთის დონეზე არ არის ადგილი დამწყები სომეხი ფეხბურთელებისთვის. უმაღლეს ლიგაში გუნდების რაოდენობა არ არის მინიმუმ 12-მდე გაზრდილი და პირველი ლიგა არსებითად შედგება უმაღლესი დივიზიონის სარეზერვო გუნდებისგან.
ფან-კლუბების თქმით, ბოლო წლების განმავლობაში ფედერაციას არაფერი გაუკეთებია ამ და სხვა საკითხების მოსაგვარებლად, ამიტომ გულშემატკივრები ყველა შესაძლო ფორმატით მოითხოვენ, ხელმძღვანელობის გადადგომას, დროებითი მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნას და ახალი პრეზიდენტის არჩევას.
შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგის B ჯგუფში დარჩენისთვის სომხეთის ნაკრები საქართველოს მეტოქე იქნება. დაპირისპირების პირველ შეხვედრას 2025 წლის 20 მარტს ერევანი უმასპინძლებს, 23 მარტს კი განმეორებითი მატჩი უკვე ჩვენს ქვეყანაში შედგება.
ინფორმაციისთვის, მელიკბეკიანი სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად მეორე ვადით 2023 წლის დეკემბერში აირჩიეს.