კანდიდატი ცნობილია - სომხეთის ნაკრებს საქართველოსთან მატჩისთვის რუსი მწვრთნელი მოამზადებს?

AutoSharing Option
RB Sport-ის ინფორმაციით, სომხეთის ფეხბურთის ფედერაცია მათი ქვეყნის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე 55 წლის რუს სპეციალისტს სერგეი იურანს განიხილავს.

2016 წელს ის სომხეთში უკვე მუშაობდა და ადგილობრივ კლუბ "მიკას" წვრთნიდა და ეს გამოცდილი დამრიგებლისთვის სამომავლო საქმიანობისთვის შესაძლოა, პლიუსი აღმოჩნდეს.

იურანი ბოლოს სამშობლოში საქმიანობდა და "ნიჟნი ნოვგოროდს" ავარჯიშებდა, საიდანაც 2024 წელს წამოვიდა და მას შემდეგ უმუშევარია.

შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგის B ჯგუფში დარჩენისთვის სომხეთი საქართველოს ნაკრების მეტოქეა. 2-რაუნდიანი დაპირისპირების პირველ მატჩს სომხეთი 20 მარტს უმასპინძლებს, საქართველოში კი განმეორებითი შეხვედრა 23 მარტს
შედგება.
მკითხველის კომენტარები / 2 /
სულაც პუტინმაც რომ მოამზადოს....
დდდ
14:16 01-02-2025
2
გეთანხმებით გინდ ადოლფმა მოამზადოს,
შადიმან
16:21 01-02-2025
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული