პრინციპული მატჩი სომხეთში, რომელსაც კვარაცხელიას არყოფნაში საერთაშორისო ყურადღება მოაკლდება - მეტოქის ახალი მწვრთნელი და საინტერესო დებიუტანტი

AutoSharing Option
"ერთა ლიგის" "ბ" დივიზიონის მომავალი მონაწილე საქართველოსა და სომხეთის ნაკრებების ორრაუნდიან დაპირისპირებაში გაირკვევა. პირველი მატჩი ერევანშია, ვაჟგენ სარქისიანის რესპუბლიკურ სტადიონზე (14 403) - ხუთშაბათს, 20 მარტს, 21:00 საათზე.

შემადგენლობიდან თუ ბოლო მატჩებიდან გამომდინარე, ფავორიტები ქართველები არიან, სომხების მთავარი პლუსი კი ახალი მწვრთნელისგან წამოსული მოულოდნელი გადაწყვეტილებები შეიძლება იყოს. ნიდერლანდელი ჯონ ვან'ტ სხიპი ის კაცია, გიორგი მიქაუტაძე "აიაქსში" ცოტათი რომ დაგვიჩაგრა. დრომ აჩვენა, ვისთვის გამოდგა ეს ამბავი უკეთესი.

შეხვედრას საერთაშორისო ყურადღება მოაკლდება, რისი მიზეზიც ხვიჩა კვარაცხელიას არყოფნაა. ქართულ-სომხური საფეხბურთო
დაპირისპირებები მუდამ პრინციპული და საინტერესოა. "ჯვაროსნებს" მათთვის ჯერ ოფიციალური მატჩი არ მოუგია.

Sportall.Ge

სომხეთის ნაკრებს მოკლე პერიოდში მესამე მთავარი მწვრთნელი ჰყავს, რაც გუნდის წარუმატებელ ასპარეზობას კარგად ასახავს. უკანასკნელ ორ საშინაო შეხვედრაში გოლიც არ გაუტანიათ. საბოლოოდ, ისინი "ბ" დივიზიონში ადგილს გვეცილებიან. არავინ იცის, ევროპის მომავალ ჩემოიონატზე გასასვლელად რომელ ლიგაში ყოფნა აჯობებს.

სომხეთის ნაკრებში საინტერესო დებიუტანტია, "ურარტუს" 22 წლის ფორვარდი ნიკოლას კალოუკიანი. ის აშშ-ში თამაშობდა და ახალ გუნდში 20 თებერვლიდანაა. დებიუტანტია საქართველოს ნაკრებშიც, ლუკა ლაცაბიძე.

ვილი სანიოლმა თქვა, რომ მან მომავალზე ფიქრი დაიწყო, ამიტომ სიახლეებს ველით, მათ შორის ტაქტიკურსაც. გასათვალისწინებელია, რომ ეს პირველი, თანაც გასვლითი დაპირისპირებაა.

მთავარი მსაჯი რუმინელი პეტრესკუ იქნება. მან ბოლოს კონფერენს ლიგაზე "ჩელსისა" და გიორგი გოჩოლეიშვილის "კოპენჰაგენის" დაპირისპირება განსაჯა. ისე, საკმაოდ მკაცრი არბიტრია, წითელ ბარათსაც არ ერიდება. ვილი სანიოლის ერთ-ერთ პირველ შეხვედრაში, ესპანელებთან (1:2) თბილისში, ლევან შენგელია გააძევა. მსაჯობდა ვლადიმირ ვაისის დროს ანდორაში (1:1) მოუგებელ მატჩშიც.

ჩვენ აქ ვართ, ვაჩევოთ ძალა - წარმატებები საქართველოს ნაკრებს!

altნაკრები სომხეთთან მატჩისთვის სრული შემადგენლობით ემზადება

altსავარაუდო შემადგენლობა სომხეთთან - სრული თავისუფლება ჩაკვეტაძეს და აზაროვის დაბრუნება

მკითხველის კომენტარები / 28 /
რუმინელიოოო? ესე იგი თითქმის სომეხი. ხალხო 14 კაცს ვეთამაშებით.
ჰაჰა
20:10 19-03-2025
1
რა ანალიზზე და კომენტარებზე საუბარი. ხალხი ალბანეთს და ავსტრიას ვერ არჩევს ერთმანეთისგან.
ალბანეთს არ ვეთამაშებით ხალხო არა!!!
20-ში ვხვდებით ავსტრიას ბაქოში!
ნუ ბანაობთ!
17:38 19-03-2025
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული