ჯონ ვან ტ'სხიპი: საქართველოს ნაკრები სამაგალითოა - რატომ არ ვაძლევდი დიდ სათამაშო დროს მიქაუტაძეს?

AutoSharing Option
20 მარტს, ერთა ლიგის პლეი-ოფის პირველ მატჩში, სომხეთის ნაკრები საქართველოს ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს. შეხვედრის წინ პრესკონფერენციაზე ჩვენი მეტოქის მწვრთნელმა ჯონ ვან ტ'სხიპმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა:

"საქართველოს ნაკრებს ჯერ კიდევ საბერძნეთის ნაკრებში მუშაობის პერიოდიდან ვიცნობ. მათ უკანასკნელ წლებში დიდ პროგრესს მიაღწიეს, ევრო 2024-ზე მიიღეს მონაწილეობა. საკმაოდ რთული მოწინააღმდეგეა. პატარა ქვეყნის მიერ წარმატების მიღწევის მაგალითია. ჩვენთვის ეს დიდი გამოწვევაა.

"აიაქსში" მიქაუტაძეს დიდ სათამაშო დროს ვერ ვაძლევდი და სხვადასხვა პოზიციაზე ვათამაშებდი, რადგან თავდასხმაში ბრობი და ჩუბა აკპომი გვყავდა. საფრანგეთში დაბრუნება უნდოდა, კარგი შეთავაზება
მიიღო და ორივე მხარე კმაყოფილი დარჩა. მიხარია, რომ "ლიონში" მაღალ დონეზე ასპარეზობს.

მოსამზადებლად ძალიან ცოტა დრო გვქონდა, თუმცა ფეხბურთელების მხრიდან დიდი მონდომება და პოზიტიური ენერგია დავინახე. აქ უკვე სამი თუ ოთხი კვარაა ვართ, ადგილობრივი ჩემპიონატის ბევრი მატჩი ვნახეთ, ზოგიერთი მოგვეწონა. ვინც ღირსია, ნაკრების კარი ყველასთვის ღიაა. დაკვირვებას გავაგრძელებთ.

შეკრებაზე საკუთარ მომზადებაზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებული. მთავარი ამოცანა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლისთვის მომზადებაა, უახლოესი ამოცანა კი - ხვალინდელი შეხვედრა. ვეცდებით კარგად ვითამაშოთ. სამწუხაროდ, სპერციანი და სელარიანი ვერ დაგვეხმარებიან. თუმცა, ეს სხვა ფეხბურთელებისთვის თავის წარმოსაჩენად კარგი შესაძლებლობაა. მინდა ჩვენმა ფეხბურთელებმა კარგ ლიგებში იასპარეზონ ".

მკითხველის კომენტარები / 9 /
მეც არ მიკვირდაა?? თუ ჩუბა აკპომი გყავდა ახლა გასაგებია
123 321
23:28 19-03-2025
0
აი მიქაუტაძეს რო არ ათამაშებდი ან თუ ათამაშებდი თავის პოზიციაზე არა... მაგიტო "დაგაწინაურეს" შე უბედურო აიაქსიდან სომხეთის ნაკრებში.
ბობ
23:21 19-03-2025
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული