
მეტოქის კლასის გათვალისწინებით, გულშემატკივართა დიდი ნაწილი გამარჯვებაში აბსოლუტურად დარწმუნებულია, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ხანდახან „ჯვაროსნებს“ არასასიამოვნო სიურპრიზების შემოთავაზებაც შეუძლიათ. ამის დასტური ბოლო შეხვედრებია და მიუხედავად იმისა, რომ ობიექტურად ჩვენი გუნდი უკეთესი ფეხბურთელებითაა
ქომაგების ნაწილს მიაჩნია, რომ C ლიგიდან ევრო 2028-ის პლეი-ოფის საგზურის მოპოვება უფრო იოლია, რაც არასწორია, რამეთუ რადგან მომავალი ევროპირველობა ოთხ ქვეყანაში გაიმართება და მასპინძლები ავტომატურად დაიშვებიან ტურნირზე, C ლიგიდან შეიძლება პლეი-ოფში არცერთი გუნდი არ დაუშვან, ან უკეთეს შემთხვევაში საგზურები მინიმუმამდე შემცირდეს. ვიყოთ ობიექტური, პირდაპირ შესარჩევი ტურნირიდან ჩვენს გუნდს ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსი ჯერ ნაკლებად აქვს, ამიტომ ერთა ლიგის ქვედა დივიზიონში დაქვეითება დაუშვებელია. რაც შეეხება მსოფლიოს ჩემპიონატს, „ჯვაროსნების“ ერთა ლიგიდან მოხვედრა უკვე გამორიცხულია.
რას წარმოადგენს დღევანდელი სომხეთის ნაკრები? - გუნდი 2022 წელს მისმა ერთადერთმა ვარსკვლავმა ჰენრიხ მხითარიანმა დატოვა და გასულ წელს D დივიზიონში გავარდნის წინაშე აღმოჩნდა, როდესაც ზედიზედ ოთხ მატჩში უხეიროდ ითამაშეს: ჩრდილოეთ მაკედონიასთან ორჯერ დამარცხდნენ (ორივეჯერ 0:2), ფარერებს გასვლაზე დაუზავდნენ (2:2), სახლში კი კუნძულელებთან 0:1 წააგეს. კატასტროფას უკანასკნელ ტურში რიგაში ლატვიის 2:1 ძლევით გადაურჩნენ, ჯგუფში 7 ქულით მეორე ადგილზე გავიდნენ და ახლა ჩვენი მოწინააღმდეგეები არიან. მათ საკადრო პრობლემებზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ მწვრთნელის, ჯონ ვან ტ'სხიპის გამოძახებულთა სიაში ოთხი ნატურალიზებული ფეხბურთელია.

ბევრი სვამს კითხვას, რატომ არ თამაშობს სომხეთის ნაკრები „რაზდანზე“. ეს სტადიონი თავიდან 75 ათას მაყურებელს იტევდა. უნდოდათ მეორე იარუსი აღმოსავლეთ ტრიბუნაზეც აეშენებინათ, მაგრამ მაშინ „ლუჟნიკებზე“ დიდი ტევადობის იქნებოდა, რისი უფლებაც მოსკოვმა არ მისცა. ნაწილობრივი რეკონსტრუქციის და ინდივიდუალური სავარძლების დამონტაჟების შედეგად, მისი ტევადობა 54 ათასამდე შემცირდა. არენა ამჟამად ამორტიზებულია და როგორც რამდენიმე წლის წინ სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის მაშინდელმა პრეზიდენტმა რუბენ აირაპეტიანმა (მეტსახელად გერმანელი რუბო, რომლის მიმართ 2024 წელს სისხლის სამართლის საქმე თაღლითობის მუხლით ხელახლა აღიძრა) განაცხადა, არენა საფრთხეს წარმოადგენდა მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებულ ბაზრობაზე ადამიანებისთვის, ვინაიდან მეორე იარუსი შეიძლებოდა ჩამონგრეულიყო. მას შემდეგ სიტუაცია არ შეიცვალა, რამეთუ აღდგენითი სამუშაოებისთვის საჭირო თანხა ვერ გამოინახა და ამიტომ თამაშობს მათი ნაკრები 14 935-იან ვაზგენ სარგსიანზე, რომელიც ფედერაციის ბალანსზეა.
სხვათა შორის, „რაზდანზე“ 1981 წელს ვიყავი, როდესაც თბილისის „დინამომ“ „არარატს“ 4:1 მოუგო, ჩემი მასპინძელები ძალიან იმედგაცრუებულები იყვნენ, თუმცა იხტიბარი არ გაიტეხეს და მითხრეს: „победила дружба“ (გაიმარჯვა მეგობრობამ). ძალიან მინდა ხვალეც ასევე გაიმარჯვოს „дружба“-მ.
მიმომხილველი
1) ბურთის სწრაფი გადატანა მოწინააღმდეგის ნახევარზე
2) მაღალი პრესინგი
3) მოწინააღმდეგის ნახევარზე მოკლე პასები
4) მოწინააღმდეგის საჯარიმოში დრიბლინგი და სხვა ინდივიდუალური მოქმედებები
5)კარებში დარტყმა პირველსავე შესაძლებლობიდან.
გარანტირებული მოგება 3:0 ან 4:0