
მან ფეხბურთელებს მომავალ მატჩებში წარმატებები უსურვა. მინისტრი ასევე ესაუბრა სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას, FFA-ს პრეზიდენტს არმენ მელიქბეკიანს და ვიცე-პრეზიდენტს არმენ ნიქოღოსიანს. ის დაინტერესდა ნაკრების მოსამზადებელი ვარჯიშებით და გუნდში არსებული ატმოსფეროთი.
ანდრეასიანმა იმედი გამოთქვა, რომ საკუთარი კედლები და გულშემატკივართა თანადგომა მათ გუნდს სასურველი შედეგის მიღწევაში დაეხმარება.
საფეხბურთო ასოციაციის პრეზიდენტმა არმენ მელიქბეკიანმა აღნიშნა, რომ გუნდის განწყობა კარგია, ნაკრებში მოწვეული
შეხვედრაზე, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ეროვნული ნაკრების ახლადდანიშნული მთავარი მწვრთნელი ჯონ ვან'ტ სხიპი წარადგინა.
მოკლედ, სომხეთში საქართველოს ნაკრებთან დაპირისპირებისთვის სერიოზული მზადება მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგის B ჯგუფში დარჩენისთვის წყვილის პირველ შეხვედრას ერევნის "ვაზგან სარგსიანის" სტადიონი 20 მარტს უმასპინძლებს და შეხვედრა თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. განმეორებითი მატჩი ჩვენს დედაქალაქში უკვე 23 მარტს შედგება.