რას აპირებენ სომხები საქართველოსთან მატჩისას ჰიმნის დროს - ადგილობრივი საფეხბურთო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს [PHOTOS]

AutoSharing Option
სომხეთის საფეხბურთო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს, რომელიც საქართველოს ნაკრებთან საშინაო მატჩს უკავშირდება.

"ვაზგან სარგსიანის" სახელობის სტადიონის ჩრდილოეთ, სამხრეთ და აღმოსავლეთ ტრიბუნების სკამებზე მისულ გულშემატკივრებს სომხეთის დროს ფერების ფურცლები დახვდებათ, რომელიც მათ ეროვნული ჰიმნის დროს უნდა აწიონ, რაც ქმნის სამფეროვან გამოსახულებას მთელ სტადიონზე.

Sportall.Ge

"სკამებზე ასევე იქნება სამფეროვანი დროშები, რომლებიც ასევე უნდა იქნას გამოყენებული მატჩის დროს. ერთად უზრუნველვყოთ ჩვენი გუნდის ძლიერი მხარდაჭერა", - ნათქვამია ფედერაციის განცხადებაში.

Sportall.Ge

შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგის B ჯგუფში
დარჩენისთვის წყვილის პირველ შეხვედრას ერევნის "ვაზგან სარგსიანის" სტადიონი 20 მარტს უმასპინძლებს და შეხვედრა თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. განმეორებითი მატჩი ჩვენს დედაქალაქში უკვე 23 მარტს შედგება.
მკითხველის კომენტარები / 17 /
მოდით მეგობრებო არ გვინდა ბლატაობა სანამ არ მოვიგებთ, ჯერ გადავხტეთ.
თავში ავარდნა როგორც წესი, ფეხბურთში მწარედ ისჯება, ასე რომ სრული სერიოზულობით უნდა მიუდგეთ საქმეს.
მეგრელი
18:20 19-03-2025
2
სმფერიანიკი არა თორმეტფერიანი დროშები ვერ უშველით PP
zura222
15:12 19-03-2025
5

სიახლეები პოპულარული