მატჩის დღე. სანიოლი: მოტივაციის პრობლემა არ იქნება!

AutoSharing Option
სომხეთის ნაკრებთან ერთა ლიგის საპასუხო მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე, საქართველოს ეროვნული გუნდის მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

"ლოჩოშვილის ტრავმა სერიოზული არაა, მაგრამ არ ითამაშებს. კაშიას დაბრუნების მიუხედავად, ტაქტიკური ცვლილებები ნაკლებად მოსალოდნელია, დაცვაში მომავალშიც ისე ვაპირებთ თამაშს, როგორც სომხეთში.

ვფიქრობ, მოტივაციის პრობლემა არ იქნება. გარკვეული ცვლილებები მოსალოდნლია, შანსს სხვებიც მიიღებენ. ერთ პოზიციაზე რამდენიმე ალტერნატივა მყავს, კონკურენცია არსებობს და მოტივაციის კუთხით არანაირი გართულება არ გამაჩნია.

მეკარის პოზიციის მართვა დანარჩენი გუნდისგან განსხვავდება. მამარდაშვილი ისევ ითამაშებს, ივნისში კი დავასვენებთ და გუგეშაშვილს დავეყრდნობით.

ლაცაბიძის მონაცემების ნახვა
უშუალოდ მინდოდა. ის თავმდაბალია, ბევრს ისმენს, ბევრს სწავლობს.

ოფიციალური მატჩია და გამარჯვება გვსურს, ძალიან ბევრი ცვლილება არ იქნება.

გუნდში იდეალური გარემოა და ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია. გამოვყოფ ირაკლი აზაროვს, ვისაც ადრე ნაკრებში გარკვეული პრობლემები ჰქონდა. ასევე შესანიშნავი იყო საბა გოგლიჩიძე.

იტალიაში ქართველმა ფეხბურთელებმა საკმაოდ დიდი კვალი დატოვეს და ეს გრძელდება."
მკითხველის კომენტარები / 22 /
თქვენი სახე დამანახა ეხლა,უკვე რო იცით საქართველო რო გაიმარჯვებს.შეკრებილები იქნებით სალოსთან და მოთქვამთ მგონი.ჯერ სადა ხართ,რამდენი გლოვა გელით საქართველოს გამარჯვების გამო თქვენ აზზრზე ხართ?
დავით 67-ს
16:15 23-03-2025
5
საბა საზონოვი სად დაგეკარგათ ?
SOS!!!
14:30 23-03-2025
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული