"ბოლონიამ" ცენტრფორვარდი შეარჩია, მჭედლიძისადმი ინტერესი დასრულდა?

AutoSharing Option
Corriere dello sport-ის ინფორმაციით, "ბოლონიას" ინტერესი ლევან მჭედლიძისადმი დასრულებულია. სერია A-ს გუნდის მთავარი სამიზნე ამჟამად ურუგვაელი ფელიპე ავენატია, "ტერნანას" ყოფილი ფორვარდი, რომელიც ახლა თავისუფალი აგენტია და მკურნალობის კურსს გადის.

სხვა იტალიური წყაროების მიხედვით, "ბოლონია" მჭედლიძის ან დიონისის ვარიანტს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიუბრუნდება, თუკი ავენატის ავადმყოფობა (ვირუსმა სამი კვირა გამოატოვებინა) გაიწელება.

თუმცა თავის მხრივ უნდა აღინიშნოს, რომ თავად ლევან მჭედლიძეც ტრავმირებულია. ის "ემპოლის" გუნდთან ერთად ვერ ვარჯიშობს და მხოლოდ ინდივიდუალურად ემზადება.

შეგახსენებთ, რომ მჭედლიძემ ტრავმა "მილანთან" მატჩში აპრილში მიიღო, "სან სიროზე"
მან გოლი გაიტანა და "ემპოლიმ" იმარჯვა, მაგრამ მეორე ტაიმში ჩვენებური შესაცვლელი გახდა. თავიდან მის მალე გამოჯანმრთელებას ვარაუდობდნენ, თუმცა ბოლო სეზონში მჭედლიძეს მეტი აღარ უთამაშია. მის ანგარიშზე სერია A-ში 6 გოლია.
მკითხველის კომენტარები / 4 /
იქნებ დაელაპარაკოთ ტელეფონზე და გაიგოთ,რა სჭირს ასეთი დაუმთავრებელი ლევანს?მე აქ აღარ მყოფნის მოთმინება და რკინის ნერვები ჰქონია ამ ბიჭს.ამიტომ უფრო მეტად ვგულშემატკივრობ და გული მწყდება,მას ხომ ძალიან ბევრი რამე შეუძლია მოედანზე.
სოსო
10:01 01-08-2017
0
ამას ჯადო რომ აქვს კიდე ვერ ხვდება? :)
დინამო
08:28 01-08-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული