ავთო ებრალიძე: აღარ მჯერა "კორდობას" ვარიანტის...

AutoSharing Option
25 წლის ავთო ებრალიძისა და ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის ბინადარ "კორდობას" შორის გარიგება არ შედგა. ამის თაობაზე "ლელოს" თავად ფეხბურთელმა აცნობა.

მოგეხსენებათ, ებრალიძე თავისუფალი აგენტია მას შემდეგ, რაც პორტუგალიურ "ჟილ ვისენტესთან" კონტრაქტის ვადა ამოეწურა. "კორდობასთან" რომ მიმდინარეობდა მოლაპარაკებები, ეს "ლელომ" ადრევე გაცნობათ. დღეისთვის ეს თემა დახურულია.

"დაგვპირდნენ, მაგრამ დიდხანს გვალოდინეს. გულწრფელად რომ გითხრათ, აღარ მჯერა ამ ვარიანტის და შემიძლია ვთქვა, რომ ის აღარც არსებობს. ახლა სხვა ვარიანტებზე უნდა გადავერთო.

არის შეთავაზებები და როგორც კი რაიმეს გადავწყვეტ, ყველა გაიგებს", - გვითხრა ებრალიძემ,
რომელსაც საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 3 მატჩი აქვს ჩატარებული.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 12 /
ეს საიტი მეგობარივიტ მყავს მარტლა, ზალიან მომწონდა აქამდე მარა ტუ ეს დიზაინი დატოვეს აქ რაგა მინდა, ესე კიდევ ბევრი პიქრობს დამიჯერეტ
kolia
00:18 04-08-2017
0
უკუღმა რატომ გააკეთეთ
ბათუ
19:11 03-08-2017
0

სიახლეები პოპულარული