მისი საფეხბურთო ცხოვრება "ოლიმპში", გუბაზ დოლიძესთან დაიწყო, სადაც 6 წელიწადი დაჰყო და იქიდან "ვიტ ჯორჯიას" დუბლებში, თენგიზ კობიაშვილთან (დღეს ამ გუნდის მთავარი მწვრთნელია) აღმოჩნდა.
დუბლების ჩემპიონატის დასრულებისთანავე, ცეცხლაძე თბილისის "ლოკომოტივში" (აქაც დუბლებში) მივიდა სინჯებზე. ჩანს, იქ თავი მოაწონა მწვრთნელ ლაშა ჭაღიაშვილს და გუნდში დარჩა, თუმცა უკვე მომდევნო სეზონში მარტვილის "მერანის" მაისურა მოირგო:
"მას შემდეგ, რაც "ლოკომოტივში" საკმაო
რთულ პერიოდში არასოდეს დამიკარგავს იმედი და ეს დედაჩემის დამსახურებაა (თამაზს მამა 2010 წელს ავღანეთში დაეღუპა - რედ.). ის ყოველთვის გვერდით მედგა", - გვეუბნება ცეცხლაძე, რომელსაც აზერბაიჯანულ "სებაილში" რეკომენდაცია "გარდაბანის" მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა ადილ მაჰმუდოვმა გაუწია.
"გუნდს პირველივე შეკრებაზე გავყევი და ვფიქრობ, თავი საკმაოდ ნორმალურად წარმოვაჩინე. ამიტომაც წამიყვანეს მეორე შეკრებაზე თურქეთში, საიდანაც უკვე დავბრუნდით ბაქოში. შემომთავაზეს კონტრაქტიც.
სიმართლე გითხრათ, არ მეგონა, თუ საქართველოს მეორე ლიგიდან სადმე წავიდოდი, თუმცა ადილ მაჰმუდოვისა და გურამ ჭვინტიაშვილის ("გარდაბანის" მწვრთნელი - რედ,) დახმარებით მომეცა შანსი, რომელიც აუცილებლად უნდა გამოვიყენო...
"სებაილის" მწვრთნელი სამირ ალიევია. მან თავიდანვე უდიდესი ნდობა გამომიცხადა, ყველა ამხანაგურ შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში მათამაშა და იმედია, უფლის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება", - გვითხრა ცეცხლაძემ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"