საბა კვირკველია "ლოკომოტივის" თვის ფეხბურთელის 5 ნომინანტშია

AutoSharing Option
საბა კვირკველიას გუნდმა მოსკოვის "ლოკომოტივმა", რომელმაც რუსეთის პრემიერლიგის სასტარტო სამ მატჩში სამი მოგება იზეიმა და ამჟამად სატურნირო ცხრილის სათავეშია, ივლისში გუნდის საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენად გამოკითხვა წამოიწყო და მასში საქართველოს ნაკრების მცველიცაა ჩართული.

გულშემატკივრებს თავიანთი რჩეულისთვის ხმის მიცემა ოფიციალურ საიტსა და სოციალური ქსელებში კლუბის გვერდებზე შეუძლიათ. გამოკითხვა კი 7 აგვისტომდე გასტანს.

სასიამოვნოა, რომ კლუბის მიერ შეთავაზებულ ხუთეულში პირველივე ქართველი მცველია. კვირკველიას გარდა, ჩამონათვალშია მანუელ ფერნანდეში, ვლადისლავ იგნატიევი, იგორ დენისოვი და დმიტრი ტარასოვი.

შეგახსენებთ, რომ საბამ პრემიერლიგის სამივე მატჩში შეუცვლელად ითამაშა, სასტარტო
შეხვედრაში კი სულაც გამარჯვების გოლი გაიტანა.

"კვირკველია - "ლოკომოტივის" საუკეთესო მცველია ივლისში. საბამ უკვე მიგვაჩვია იმას, რომ მასთან ორთაბრძოლის მოგება პრაქტიკულად შეუძლებელია, ტულის "არსენალთან" შეხვედრაში კი მან სულაც თავისი პირველი გოლი გაიტანა ჩვენი გუნდის მაისურით და თან, გამარჯვების", - წერია მოსკოვური კლუბის ოფიციალურ საიტზე.

- ლეგიონი გუშინ: კვირკველიას გოლი, გვილია და ჯიღაური კი ლიგას აგრძელებენ [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 1 /
ამ ბიჭს შესანიშნავი სახელი აქვს და საბას რატომ წერენ ვერ გავიგე?
დავით 67
07:40 04-08-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული