"უფას" მწვრთნელი: ძალიან მახარებს გუნდში ჯიმი ტაბიძის მოწვევა

AutoSharing Option
რუსეთის პრემიელიგის გუნდის "უფას" მთავარმა მწვრთნელმა სერგეი სემაკმა ჟურნალისტებთან საუბრისას გუნდის ახალწვეული ჯიმი ტაბიძე შეაქო.

შეგახსენებთ, რომ 21 წლის ქართველი მცველი "უფაში" ამ ზაფხულს გადავიდა, მანამდე კი რუსეთის პრემიერლიგაში "ურალის" მაისურით ითამაშა."უფამ" მიმდინარე პრემიერლიგაში სამი მატჩი ჩაატარა (1 მოგება, 2 ფრე), ჯიმიმ კი სამივე მატჩში შეუცვლელად ითამაშა. ბოლო ტურში "უფასთან" ავტოგოლი კი მიითვალა, თუმცა მისი დადანაშაულება იმ ეპიზოდში ნაკლებად შეიძლება.

"ჩვენი მიზანი ამ სეზონში შარშანდელი პოზიციების შენარჩუნება იქნება. მეტოქეთა დონის გათვალისწინებით, მიზნის მიღწევა გაგვიჭირდება, მაგრამ ეს უნდა შევძლოთ - 100
პროცენტით უნდა დავიხარჯოთ.

კმაყოფილი ვარ თუ არა ზაფხულის სატრანფერო კამპანიით? პრაქტიკულად, ის ჩვენ არც გვქონია, საკუთარი ძალებით გავდივართ ფონს.

მოხარული ვარ გუნდში ჯემალ ტაბიძის მოწვევით, რომელიც ძალიან ჰარმონიულად შეერწყა როგორც კოლექტივს, ისე - მის გუნდურ თამაშს. იმედი მაქვს, რომ ის მომავალშიც გააგრძელებს პროგრესს და კვლავაც ამავე დონეზე ითამაშებს", - ამბობს სემაკი.

დღეს, 5 აგვისტოს, ჯიმი ტაბიძის "უფა" პრემიერლიგის მე-4 ტურში "ახმატს" უმასპინძლებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული