27 წლის ქართველი თავდამსხმელით "ბოლონიას" დაინტერსების შესახებ ინფორმაცია პირველად 2 თვის წინ გავრცელდა. დაახლოებით ერთი კვირის წინ კი ცნობილი გახდა, რომ რობერტო დონადონის გუნდი მჭედლიძეზე უარს ამბობდა. ამის მიზეზი ისაა, რომ "ბოლონიამ" არჩევანი "ტერნანას" ყოფილ თავდამსხმელზე, ამჟამად თავისუფალი აგენტის სტატუსით მყოფ ფელიპე ავენატიზე შეაჩერა.
დღეს, Corriere dello Sport-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 24 წლის ავენატის მკურნალობას კიდევ დაახლოებით 2 თვე დასჭირდება და "ბოლონიამ" სხვა ვარიანტების განხილვა დაიწყო.
- PianetaEmpoli.it: ლევან მჭედლიძის შეძენა "ბოლონიას" სურს
- იტალიური მედია: რომან ჭანტურია "ემპოლის" გეგმებში არ შედის
- "ბოლონიამ" ცენტრფორვარდი შეარჩია, მჭედლიძისადმი ინტერესი დასრულდა?