ამჟამად ჭანტურია გუნდთან ერთად არ ვარჯიშობს, ხოლო კლუბის მესვეურები ცდილობენ, მისთვის შესაფერისი გუნდი გამოძებნონ.
მედიის ინფორმაციით, ჭანტურიას მომავალი გუნდი ლეგა პრო-ს წარმომადგენელი და დიდი ალბათობით, ტოსკანის მხარიდან უნდა იყოს.
შეგახსენებთ, რომ არ არის გამორიცხული, "ემპოლი" ლევან მჭედლიძემაც დატოვოს. მჭედლიძე ამჟამად ტრავმირებულია და რეაბილიტაციის კურსს გადის.