ზაურ სვანაძემ და ბაქოს "ინტერმა" ახალი კონტრაქტი გააფორმეს
AutoSharing Option
ზაურ სვანაძემ და ბაქოს "ინტერმა" ახალი კონტრაქტი გააფორმეს. ამის შესახებ 59 წლის ქართველმა სპეციალისტმა report.az-ს განუცხადა, სადაც აღნიშნა, რომ ხელშეკრულება 2017/18 წლების სეზონის ბოლომდეა გათვალისწინებული.
სვანაძის თქმით, აზერბაიჯანულ გუნდში უცვლელი დარჩება სამწვრთნელო შტაბიც.
ზაურ სვანაძემ ბაქოს "ინტერის" მთავარი მწვრთნელის თანამდებობა 2015 წლის ივნისში დაიკავა, სადაც კახა ცხადაძე შეცვალა. სვანაძეს კონტრაქტი ივნისში ამოეწურა.