საბა კვირკველია "ლოკომოტივის" ქომაგმა ივლისის საუკეთესო მოთამაშედ აღიარა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მცველი საბა კვირკველია მოსკოვის "ლოკომოტივის" გულშემატკივრებმა ივლისის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

"ლოკომოტივის" ივლისის თვის საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენად, რუსული კლუბის ოფიციალურ საიტზე ჩატარებულ გამოკითხვაში 25 წლის ქართველ მცველს მხარი 7 428 ადამიანმა, ანუ გამოკითხულთა 43,9%-მა დაუჭირა.

კვირკველიას მცირედით ჩამორჩა თანაგუნდელი მანუელ ფერნანდეში, რომელმაც 6 628 ხმა, ანუ 39,2% მიიღო. სულ კი გამოკითხვაში მონაწილეობა "ლოკომოტივის" 16 910-მა ქომაგმა მიიღო.

"ივლისში საბამ ოთხი მატჩი ჩაატარა, საიდანაც სამი "ლოკომოტივისთვის" გამარჯვებით დასრულდა. ამასთან, მან "არსენალთან" მატჩში გოლიც გაიტანა", - ნათქვამია კლუბის საიტზე.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული