"ლოკომოტივის" ივლისის თვის საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენად, რუსული კლუბის ოფიციალურ საიტზე ჩატარებულ გამოკითხვაში 25 წლის ქართველ მცველს მხარი 7 428 ადამიანმა, ანუ გამოკითხულთა 43,9%-მა დაუჭირა.
კვირკველიას მცირედით ჩამორჩა თანაგუნდელი მანუელ ფერნანდეში, რომელმაც 6 628 ხმა, ანუ 39,2% მიიღო. სულ კი გამოკითხვაში მონაწილეობა "ლოკომოტივის" 16 910-მა ქომაგმა მიიღო.
"ივლისში საბამ ოთხი მატჩი ჩაატარა, საიდანაც სამი "ლოკომოტივისთვის" გამარჯვებით დასრულდა. ამასთან, მან "არსენალთან" მატჩში გოლიც გაიტანა", - ნათქვამია კლუბის საიტზე.