ექსპერტებმა, ჟურნალისტებმა და საფეხბურთო ლიგის წარმომადგენლებმა მე-5 ტურის შემდეგ ქომაგებს სამი კანდიდატურა შესთავაზეს, რომელთა შორის მოსკოვის "ლოკომოტივის" ქართველი ცენტრბეკი საბა კვირკველია ლიდერობს, რომელმაც ყაზანში "რუბინს" ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ ანგარიშის გამათანაბრებელი გოლი გაუტანა.
გამოკითხვაში - "გამოავლინე ტურის საუკეთესო ფეხბურთელი", სოციალური ქსელის, "კონტაქტის" მომხმარებლებიც მონაწილეობენ.