ლეგიონის უქმეები: კაცი, რომელსაც წყვილად გააქვს [VIDEO]

AutoSharing Option
ამ უქმეების გმირი უდავოდ დავით სხირტლაძეა, რომელმაც დანიურ სუპერლიგაში დუბლი და საგოლე პასი მიითვალა. ამას გარდა, ჩვენს ლეგიონერებზე გოლი და 3 საგოლე პასია. ცუდი ტური ჰქონდათ ჩვენებურებს რუსულ პრემიერლიგაში...

ჰოლანდია, ერედივიზიე.
გურამ კაშიას "ვიტესმა" ჩემპიონატი "ბრედასთან" 4:1 გამარჯვებით დაიწყო. ქართველმა კაპიტანმა შეუცვლელად ითამაშა.

პორტუგალია, პრიმეირა ლიგა.
გიორგი მაკარაძის "მორეირენშემ" შინ 0:0 ითამაშა ქართველი მეკარის ყოფილი გუნდის, "ფეირენშეს" წინააღმდეგ. ჩვენებური განაცხადში არ ყოფილა.

იტალია, თასი.
"სპეცია" თასის გათამაშებას სტუმრად "სასუოლოსთან" 0:2 მარცხით გამოეთიშა. ირაკლი შეყილაძე განაცხადშიც არ ყოფილა. გუნდი მას იჯარით
გასხვისებას უპირებს, თუმცა ქართველს დარჩენა და შანსის გამოყენება სურს.

იტალია, ლეგა პროს თასი.
რომან ჭანტურიას "სიენამ" სტუმრად 1:1 ითამაშა "პრატოსთან". ჩვენებური ფორვარდი თადარიგში იყო.

გერმანია, თასი.
"უნიონში" კვლავაც არ შედგა აკაკი გოგიას დებიუტი "ზაარბრიუკენთან".  ბერლინური კლუბი მის გარეშე გავიდა ფონს და დამატებით დროში იმარჯვა - 2:1.

ლუკას ჰუფნაგელის "ნიურნბერგი" დღეს ესტუმრება "დუისბურგს".

პოლონეთი, ექსტრაკლასა.
"პლოცკმა" სტუმრად 1:0 მოუგო "სანდენციას". გიორგი მერებაშვილმა გამარჯვებულთა რიგებში 84 წუთი ითამაშა. ის გააფრთხილეს.

ლუკა ზარანდიას, ფაქტობრივად, არ აქვს სათამაშო პრაქტიკა "არკაში". მისი გუნდი სტუმრად "გურნიკს" დაუზავდა – 1:1. ქართველი ნახევარმცველი განაცხადში არ ყოფილა.

"კორონაში" მარცხიანი დებიუტი გამოუვიდა ნიკა კაჭარავას. მისი გუნდი 2:3 დამარცხდა შინ "იაგელონიასთან". ქართველი მოედანზე 61-ე წუთზე შევიდა. ქართველთა "პოგონი" დღეს ეთამაშება "ლეხიას".

პოლონეთი, I დივიზიონი.
ლუკა ასათიანის "სუვალკი" უგოლოდ დაუზავდა "ლენჩნას". ქართველი სათადარიგოთა შორის იყო.

ავსტრია, ბუნდესლიგა.
მართალია, ვენის "რაპიდმა" სტუმრად 1:3 წააგო "ადმირასთან", მაგრამ სასიხარულოა, რომ დიდი ხნის პაუზის მერე მოედანს დაუბრუნდა გიორგი ქვილითაია. ქართველი 74-ე წუთზე შევიდა მოედანზე და ხუთ წუთში მან ყვითელი ბარათი მიიღო. ქვილითაიამ ბოლოს სამი თვის წინათ ითამაშა.

ავსტრია, ერსტე ლიგა.
ლევან ელოშვილის (სათადარიგო) "კაპფენბერგმა" სეზონში პირველი გამარჯვება იზეიმა, სტუმრად 2:1 დაამარცხა "ლუსტენაუ".

ავსტრია, რეგიონალლიგა.
ლუკა ძიძიგურის (56-ე წუთზე გამოცვალეს) "გრიოდიგმა" "ვიორგლს" 4:0 მოუგო.

დანია, სუპერლიგა.
დავით სხირტლაძეს "ჰელსინგორთან" მატჩში (4:1) ვარსკვლავური პირველი ტაიმი ჰქონდა. "სილკებორგის" შემტევმა ორჯერ გაიტანა, ორჯერვე კუთხურის მერე (ერთხელ ფეხით, მეორედ თავით), შემდეგ კი თანაგუნდელი მეკარესთან პირისპირ გაიყვანა და გოლი გაატანინა.
მეორე ტაიმში მატჩის გმირი მხოლოდ ყვითელ ბარათს გამორჩა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

24 წლის სხირტლაძემ ამ სეზონში პირველი გოლები გაიტანა. სუპერლიგაში მან ჯამში 11 გოლი გაიტანა, აქედან 9 "სილკებორგის" მაისურით. საოცარია, მაგრამ ფაქტია - სხირტლაძეს ჯერ ერთხელაც არ გაუტანია "სილკებორგის" მაისურით სუპერლიგაში მატჩში 1 გოლი, მის ანგარიშზე 1 ჰეთ თრიკი და 3 დუბლია, ამას I ლიგაში შესრულებულ 2 დუბლსაც თუ დავუმატებთ...

საბა ლობჟანიძის "რანდერსი" შინ "ბრონდბიუს" დაუზავდა - 0:0, საბა მოედანზე 62-ე წუთზე გამოვიდა.

დანია, I დივიზიონი.
ბუდუ ზივზივაძისა (78-ე წუთზე შეცვალეს) და ლაშა პარუნაშვილის (90 წთ) "ესბიერგი" შინ 1:2 დამარცხდა "ვეილესთან".

მათე ვაწაძის (არ უთამაშია) "ვიბორგმა" სტუმრად 2:4 წააგო "ნიკიობინგთან".

შვედეთი, ოლსვენსკანი.
ზურაბ ცისკარიძის "ესკილსტუნა" სტუმრად ერთ-ერთ ლიდერ აიკ-თან არ დამარცხდა - 1:1. ქართველმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა და პირველ ტაიმში ყვითელი ბარათი მიიღო.

სლოვაკეთი, ფორტუნა ლიგა.
ოთხ ტურში მეოთხე გამარჯვება იზეიმა "ტრნავამ", რომელმაც სტუმრად 2:0 დაამარცხა "რუჟომბეროკი". გამარჯვებულთა რიგებში საგოლე პასი მიითვალა ვახტანგ ჭანტურიშვილმა, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა.

"ტრენჩინი" შინ "პოდბრეზოვასთან" 1:1 დამარცხდა. გიორგი ბერიძემ 90 წუთი ითამაშა.

რუმინეთი, ლიგა 1.
მართალია, ნიკა ძალამიძე რამდენიმე კვირაა, რაც გადავიდა ბუქარესტის "იუვენტუსში", მაგრამ ახალ კლუბში მას ჯერ არ უთამაშია. არ ყოფილა იგი არც "კონკორდიასთან" 1:1 დასრულებულ მატჩში.

აკაკი ხუბუტიას "გაზ მეთანი" დღეს ესტუმრება "ვოლუნტარის".

უნგრეთი, OTP ბანკ ლიგა.
ბუბა დაუშვილის (ის მხოლოდ ვარჯიშობს გუნდში და გადაწყვეტილებას ელის) "დიოშდიორმა" 2:2 ითამაშა "პუშკაშის აკადემიასთან". "ბალმაზივაროში" "ჰალადაშს" ესტუმრა და 1:3 დამარცხდა.

გიორგი არაბულმა მე-80 წუთამდე ითამაშა, ხოლო ირაკლი მაისურაძე განაცხადში არ ყოფილა.

მაკედონია, I ლიგა.
ჯაბა ჯიღაურის "ვარდარმა" ჩემპიონატი "შკენდიასთან" 0:2 მარცხით დაიწყო. ჯიღაური მატჩის განაცხადში არ ყოფილა.

ფინეთი, იუკონენლიგა.
ამ ჩემპიონატში სამხელისუფლებიანობაა და ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი სირბილაძის კპვ გახლავთ, რომელმაც სტუმრად ოპს-ს 3:0 მოუგო. ქართველმა შემტევმა შეუცვლელად ითამაშა.

ფარერის კუნძულები, ეფფო-დეილდინი.
მამუკა ტორონჯაძისა (გააფრთხილეს, 90-ე წუთზე შეცვალეს) და ვალერიან იობაშვილის (90 წთ) "სკალამ" სტუმრად 1:0 დაამარცხა "ფუგლაფიორდური".

უკრაინა, პრემიერლიგა.
გიორგი არაბიძე "შახტარის" რიგებში გამოჩნდა, ოღონდ ისევ დუბლებში - "ოლექსანდრიასთან" სტუმრად 1:1 დასრულებულ შეხვედრაში გიორგიმ 65-ე წუთამდე ითამაშა და ყვითელი ბარათი დაიმსახურა. მეორე ტაიმში მან საჯარიმო დარტყმით ერთხელ მეტოქის კარის ხარიხა შეაზანზარა.

მთავარი გუნდების მატჩში "შახტარმა" 2:1 მოიგო. დავით ხოჭოლავა განაცხადში არ ყოფილა.

რუსეთი, პრემიერლიგა.
"უფა" შინ 1:4 განადგურდა "როსტოვთან". წაგებულთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა ჯიმი ტაბიძემ და "ჩემპიონატისგან" 6 ბალი დაიმსახურა. აქამდე "უფას" 5 ტურში მხოლოდ 3 გოლი ჰქონდა გაშვებული.

ჯანო ანანიძეს მოსკოვურ დერბიში ველოდით, მაგრამ იგი ცსკა-სთან 1:2 წაგებულ შეხვედრაში მწვრთნელმა მხოლოდ 87-ე წუთზე შეიყვანა მინდორზე.

ჯაბა ლიპარტიას "ანჟი" შინ მოსკოვის "დინამოსთან" 1:3 დამარცხდა. ქართველი 68-ე წუთზე გამოჩნდა მინდორზე. ჩვენებურმა "ჩემპიონატისგან" 5,5 ბალი მიიღო.

გიორგი ნავალოვსკის (90 წთ) "სკა-ხაბაროვსკმა" 1:1 ითამაშა "რუბინთან". ჩვენებურმა 7 ბალი შეფასება მიიღო.

საბა კვირკველიას "ლოკომოტივი" მოულოდნელად შინ დამარცხდა, "ტოსნოსთან" 0:2 წააგო. ქართველმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა. სტუმართა პირველი გოლისას ბურთი სწორედ ჩვენებურს მოხვდა, მიმართულება იცვალა და მეკარემ ვეღარ მოიგერია. 5 ბალი - კვირკველიას ასეთი დაბალი შეფასება არასოდეს ჰქონია სეზონში (ყველაზე დაბალი შეფასება აქამდე 7 ბალი იყო).
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

თორნიკე ოქრიაშვილი კვლავ არ არის სათამაშო კონდიციაში. "კრასნოდარი" ამ უქმეებზეც მის გარეშე გავიდა ფონს.

გია გრიგალავას "არსენალი" დღეს ეთამაშება გიორგი ჭანტურიას "ურალს".

რუსეთი, I ლიგა.
"კრილია სოვეტოვმა" შინ 2:0 მოუგო პეტერბურგის "დინამოს". მასპინძელთა შორის გიორგი ლორია განაცხადში არ ყოფილა.

თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი "ორენბურგი" სტუმრად 1:4 დამარცხდა "ყუბანთან". სტუმართა შორის განაცხადში არ ყოფილა ფორვარდი ელგუჯა ლობჯანიძე.

ბელორუსი, ვისშაია ლიგა.
ვაკო გვილიას ბატე-მ "ბრესტს" 1:0 მოუგო, მაგრამ ქართველს არ უთამაშია, ის სათადარიგო იყო. ჩვენებურს აშკარად პრობლემები აქვს გუნდში, მას მერე, რაც ეროვნულ ნაკრებში ტრავმით წამოვიდა (როგორც ბელორუსები ირწმუნებიან). გვილიამ ამ სეზონში ჩემპიონატში მხოლოდ 3 მატჩში ითამაშა სასტარტო შემადგენლობაში.

გიორგი ქანთარიას "ნემანმა" სტუმრად "სლუცკი" დაამარცხა - 2:1, ქანთარიამ შეუცვლელად ითამაშა.

ოთარ ჯავაშვილმა (90 წთ) "სლავია" "გომელთან" მარცხისგან იხსნა, მან 84-ე წუთზე პენალტი გაიტანა - 1:1.

ლიტვა, A ლიგა.
ლევან მაჭარაშვილის
(90 წთ) "შტუმრასი" შინ 0:3 დამარცხდა "ატლანტასთან".

ლატვია, ვირშლიგა.
თამაზ პერტიას "ლიეპაიამ" 2:0 მოუგო "რიგასს". მასპინძელთა რიგებში განაცხადში არ ყოფილა ვასიკო ბაჩიაშვილი, ხოლო გიორგი ერისთავი სათადარიგო იყო. სტუმართა შორის სკამზე იჯდა გიორგი დიაკვნიშვილი, ხოლო ლაშა შერგელაშვილმა შეუცვლელად ითამაშა. "ლიეპაია" მეორე ადგილზეა.

ესტონეთი, მეისტრილიგა.
ზაქარია ბეგლარიშვილის "ფლორამ" "ტულევიკს" 3:2 მას შემდეგ მოუგო, რაც 0:2 მარცხდებოდა. ქართველ ფეხბურთელს (შეუცვლელად ითამაშა) ამჯერად გოლი არ გაუტანია, მაგრამ მის ანგარიშზე ორი საგოლე პასია. 27 წლის ნახევარმცველი აშკარად გადაიზარდა ამ ჩემპიონატისთვის. მის ანგარიშზე უკვე 12 გოლია და კიდევ უფრო მეტი საგოლე პასი (ივნისში მას ერთ-ერთ მატჩში 2 გოლი და 5 საგოლე პასი ჰქონდა).

აზერბაიჯანი, პრემიერლიგა
ზაურ სვანაძის "ინტერმა" ჩემპიონატი "გაბალასთან" 1:2 მარცხით დაიწყო. "მიუხედავად წაგებისა, ვფიქრობ, ცუდად არ გვითამაშია და ქულის მოპოვებაც შეგვეძლო", - განაცხადა ბაქოელთა ქართველმა თავკაცმა.

ელიტის დებიუტანტ "საბაილში" დებიუტი ჰქონდა თამაზ ცეცხლაძეს, რომელიც სასტარტოში იყო - "საბაილი" სტუმრად "ზირესთან" 1:2 დამარცხდა.

ყაზახეთი, პრემიერლიგა.
ნიკა კვეკვესკირის "ტობოლმა" ზედიზედ მესამე მატჩი წააგო, ქართველის გუნდი "კაისარს" ესტუმრა და 0:1 დათმო. კვეკვესკირი მოედანზე 50-ე წუთზე გამოჩნდა.

"ოკჟეტპესი" შინ 0:1 დამარცხდა "ქაირათთან". მასპინძელთა რიგებში გოგიტა გოგუა 67-ე წუთზე გამოჩნდა.

"ატირაუ" შინ "ირტიშს" 0:0 დაუზავდა. მასპინძელთა რიგებში სასტარტო შემადგენლობაში იყო ლადო დვალიშვილი, ხოლო უჩა ლობჟანიძე - სათადარიგო.

უზბეკეთი, ოლიი ლიგა.
შოთა გრიგალაშვილის (76-ე წუთზე გამოცვალეს) "ოლმალიქი" სტუმრად 0:1 დამარცხდა "ბუნიოდკორთან".

შოთა არველაძის "ფახთაქორმა" 6:0 გაანადგურა "ნეფთჩი". სხვათა შორის, ყველა გოლი მეორე ტაიმში გავიდა.

სტუმრად 4:0 იმარჯვა კახა მახარაძის "ლოკომოტივმაც", რომელმაც სტუმრად "სოგდიანა" დაამარცხა.

ირანი, სპარსეთის ყურის პრო ლიგა.
უიღბლო აღმოჩნდა გიორგი გველესიანის დებიუტი "ზობ აჰანში", ქართველი მცველი "ფაიქანთან" 0:0 დასრულებული შეხვედრის მეორე ტაიმში გააძევეს.

აშშ, MLS
დასავლეთის კონფერენციის 24-ე ტურში ვაკო ყაზაიშვილის "სან ხოსე" სტუმრად "ჰიუსტონთან" ანგარიშით 0:3 დამარცხდა. ვაკო ყაზაიშვილი მოედანზე 63-ე წუთზე შევიდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
რა სამარცხვინოა, ერთი 10-15 წლის წინ რა გუნდებში თამაშობდნენ ქართველები და დღეს სად თამაშობენ და ამ ჭ-კლასის გუნდებშიც წერია რო ან განაცხადში არ იყვნენ ან 85ე წუთზე შემოვიდნენ
Dato
09:54 15-08-2017
0
ვეთანხმები 'მეზარბაზნეს' - კარგით რა მართლა, ვიღაც სადღაც ფარერების ჩემპიონატში აგორებს ბურთს ან იტალიის სამოყვარულო ლიგაში, არ უნდა იწერებოდეს სტატია. მოტივაცია უნდა მივცეთ რომ წარმატებულების შეახებ დაიწეროს, თორემ ესე რა აზრი აქვს, ოღონდ ვინმე სადმე წავიდეს და თუნდაც მოზამბიკის მესამე ლიგაში ითამაშოს, იმასაც ლეგიონერებში გაიყვანთ. ამას აჯობებს საქართველოს ჩემპიონატში (ქვედა ლიგებშიც) მოთამაშეებს გაუწიოთ პოპულარიზაცია და გაახაროთ ყურადღებითზ
დათო
08:13 15-08-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული