გიორგი არაბიძეს "გალათასარაი" იწვევს?

AutoSharing Option
გიორგი არაბიძით თურქული გრანდი დაინტერესდა. TransferMerkez-ის ინფორმაციით, 19 წლის შემტევის შეძენა, არც მეტი, არც ნაკლები, "გალასათარაის" სურს.

მალე გაირკვევა, თურქული გრანდი რამდენად სერიოზულად არის დაინტერესებული ჩვენებურით, რომელიც "შახტარის" ძირითად გუნდში გადასვლას ვერა და ვერ ეღირსა.

ფეხბურთელთან დაახლოებულმა მენეჯერმა მიხეილ მეტრეველმა კი ამ ინფორმაციაზე საინტერესო სტატუსი გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში - თურქების გარდა, არაბიძეს გერმანული ბუნდესლიგის, ჰოლანდიური ერედივიზიონისა და ესპანური ლა ლიგის გუნდები იწვევენო...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
მიდი გიორგი!
MISHO
16 აგვისტო 2017 22:27
0
თუ თავს დაიმკვიდრებს, მაგას რა სჯობია? უბრალოდ, თუ შახტარის ძირითადში ვერ დამკვიდრდა, გალათასარაის ძირითადში მოიკიდებს ფეხს? რა თქმა უნდა, წარმატებებს ვუსურვებ, მაგრამ ადვილი საქმე ნამდვილად არ არის
MMM
16 აგვისტო 2017 13:49
0
"გალათასარაი" ძლიერი გუნდია.თურქეთის ჩემპიონატიც არაა ხელწამოსაკრავი.ძალიან დიდი კონკურენციაა...თურქეთის სულერლიგა ნებისმიერ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ეროვნული ჩემპიონატზე უფრო ძლიერია.
მე მგონია,რომ "გალათასარაი" კარგი ვარიანტია ტრამპლინისვის.
ზაზა
15 აგვისტო 2017 14:15
3
რამდენი ნიჭიერი ქართველია წასული ,მაგრამ რათ გინდა ,ყველა შეცვლაზე თამაშობს და არც იზრდებიან . წავა ახლა ჩაკვეტაძე , კუცია, კოხრეიძე ,სამურკასოვი ... და დაჯდებიან სკამზე .რას მიაღწია ზარანდიამ ,ხო იყო ნიჭიერი. ესენი ყველა რომ დაბრუნდნენ ,მართლა ძლიერი ჩემპიონატი გვექნება,მაგრამ ხელფასები არ ყოფნით და მიდიან .აქ უნდა გაიზარდოს და მერე უნდა წავიდეს.იქაური მწვრთნელები ყიდულობენ გამზადებულ ,ძლიერ ფეხბურთელებს , არ აინტერესებს მაურინიოს შენი გაზრდა, ფული აქვს და ყიდულობს გამზადებულ ვარსკვლავს. საბოლოოდ გამოდის შენ უნდა გაზარდო შენი თავი და გამოხვალ ვარსკვლავი . არა მგონია ყენიაზე,ჭანტურიაზე ,ოქრიაშვილზე ნიჭიერები იყვნენ ევროპელები, მაგრამ ჩვენ ვრჩებით საშუალო დონეზე ,ისინი ვარსკვლავები ხდებიან. ამაზე უნდა იმუშაოს სფფ-მ
გულშემატკივარი
15 აგვისტო 2017 14:04
4
არაბიძისათვის ზედგამოჭრილია მხოლოდ ჰოლანდიის ჩემპიონატი იქ სადაც იციან ნიჭიერი ფეხბურთელების გამოწრთობა, მოთვინიერება და კარგ გზაზე დაყენება რასაც გალათასარაიში ნამდვილად ვერ იზამენ. იქ მხოლოდ შენ ხარ საუთარი თავის პატრონი. მე ვისურვებდი წავიდეს ჰოლანდიაში აიაქსი, ვიტესი ან ალკმაარი სადაც დროც ექნება სათამაშო და თან ამასთან ერედივიზიეს სათამაშო სტილი ზედ გამოჭრილია მისთვის იქ სადაც ვაკოს 10-12 გოლი გაქონდა სეზონში შეუძლია გიორგიმ 20-22 გაიტანოს და თავისუფლად წავიდეს შემდეგ უკეთეს ლიგაში. დამიჯერეთ სკა ენერგიაში ტობლოში და ასეთ ჯანდაბაში თამაშს დენ ჰააგი, ჰერენვენი და რავიცი ნებისმიერი ჰოლანდიური გუნდი ჯობია
mamuka
15 აგვისტო 2017 12:19
1
გავიდა ეს სატრანსფერო ფანჯარა და რითი არ ეღირსა ამ მართლა ქართული ფეხბურთის ერთ-ერთ ნათელ წერტილს კარგი ევროპული გუნდი? გალა კარგია მაგრამ მგონი ევროპა უფრო გახსნიდა არაბიძეს.
gio
15 აგვისტო 2017 11:28
0
turkebs arabaze nichieri bevri ar kavt didi shansia galam sul male dziritadi dautmos tu ikides kai transperi ikneba !
!!!
15 აგვისტო 2017 11:26
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული