ზაქარია ბეგლარიშვილმა ესტონეთში მე-14 გოლი გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ზაქარია ბეგლარიშვილი ესტონეთის ჩემპიონატის ლამის ყოველ მატჩში იტანს. 18 აგვისტოს გამართულ მეისტრილიგის XXV ტურის შეხვედრაში, "ფლორას" ქართველმა ნახევარმცველმა თავი "პაიდესთან" საშინაო შეხვედრაშიც გამოიჩინა.

ბეგლარიშვილმა ანგარიში 33-ე წუთზე გახსნა და შეუცვლელად ითამაშა, მისმა გუნდმა კი საბოლოოდ ანგარიშით 3:0 მოიგო.

"ფლორამ" ამ გამარჯვებით 67 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილის სათავეშია. რაც შეეხება ამ გუნდის ქართველ ლეგიონერს, მის ანგარიშზე მიმდინარე ჩემპიონატში გატანილი 14 გოლია.
მკითხველის კომენტარები / 3 /
რატო არშეილება ნაკრებში გამოიძახონ?
uuiki
13:45 19-08-2017
0
გოლი და ორი საგოლე პასი...
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული