როდის დაუბრუნდება მოედანს თორნიკე ოქრიაშვილი

AutoSharing Option
თორნიკე ოქრიაშვილი "კრასნოდართან" ერთად ემზადება და მოედანს მალე დაუბრუნდება. საქართველოს ნაკრების ერთ-ერთ ლიდერზე ეს სასიხარულო ამბავი გუშინ შევიტყვეთ.

შეგახსენებთ, რომ 24 წლის შემტევი ნახევარმცველი გასულ სეზონში დაშავდა - რუსეთის პრემიერლიგის XIX ტურში, მოსკოვის "ლოკომოტივთან" შეხვედრისას, ჯვარედინი იოგები დაუწყდა და მას შემდეგ კარგა ხანს მკურნალობდა. მერე იყო რეაბილიტაცია, მცირე ხნის წინ კი ვარჯიში განაახლა.

ოქრიაშვილი "კრასნოდარში" უკვე მთავარ ჯგუფთან ერთად, სრული დატვირთვებითა და მონდომებით ემზადება და იმედი აქვს, რომ მოედანს სექტემბრის დასაწყისში დაუბრუნდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ოქრიკ მოუკელი კლუბებს და დრაგებს, თორემ დარჩები ნიჭიერად.
არადა მინიმუმ ტოპლიგის საშუალო სიძლიერის კლუბში უნდა თამაშობდე.
წარმატებები
Jeko
26 აგვისტო 2017 00:12
0
თუ მართლა დრაგებს და ეგეთებს ეტანება, ეს რუსული გუნდიც სანატრელი დარჩება. რისთვის იკლავს თავს?
მმმ
29 აგვისტო 2017 18:55
0
მე ისე ძაან მოვიწყინე ღამეები არ მძინავს და თოკა მესიზმება მთელი ღამე:D:D:D:D არც მადა მაქ და არც ხასიათი დაგვიბრუნდი თოკაა,,,,,, კაი ბიჯია მარა ამის ფეღბური უკვე დამათავრებულია ეხლა იწოწიალოს კრასნოდარებში და ურალებში მაყუთი ხოუნდა მოხუნოს
qutaiseli
25 აგვისტო 2017 21:24
0
თოკო უფალმა დაგლოცოს, მალე გამოგაჯანმრთველოს და გაცილოს მსგავსი უსიამოვნებები. თოკო მალე დაბრუნდი, თორემ მოვიწყინეთ გულშემატკივრებმა, ფეხბურთმა ინტერესი დაკარგა.
გაიოზ გოშაძე
24 აგვისტო 2017 14:56
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული