ლეგიონი ევროპალიგაზე: ჯიღაურის გოლმა "ფენერბაჰჩე" შოკში ჩააგდო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
24 აგვისტოს ევროპალიგის პლეი-ოფის საპასუხო მატჩები გაიმართა. მაკედონიურმა "ვარდარმა" "ფენერბაჰჩესთან" პირველ მატჩში სენსაციურ გამარჯვებას (2:0) საგარეო მოგებაც (2:1) მიაყოლა და ჯგუფურ ეტაპზე გავიდა.

მაკედონიელთა შორის 68-ე წუთზე საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ჯაბა ჯიღაურმა მას შემდეგ გაათანაბრა ანგარიში, რაც ორი მცველი ჩამოიტოვა. ამ გოლმა "ფენერბაჰჩე", ფაქტობრივად, შოკში ჩააგდო. ჯიღაური 84-ე წუთზე შეცვალეს.

* * *
ჯგუფური ეტაპის საგზური მოიპოვა ვაკო გვილიას ბატე-მაც, თუმცა ჩვენებური ბორისოველთა განაცხადში არ ყოფილა.

* * *
თორნიკე ოქრიაშვილის გარეშე მოთამაშე "კრასნოდარმა" კი გასვლაზე 1:2 წააგო "ცრვენა ზვეზდასთან" და ასპარეზობას
გამოეთიშა, რადგან შინ მხოლოდ 3:2 ჰქონდა მოგებული.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
რა სათაურია, რა უბედურებაა, კაცს აფიქრებინებთ იმას რაც არ არის, აღარ მოგბეზრდათ ეს ტყუილები? ამიტომ ვართ იწ სადაც ვართ და ეგრე გაგრძელდება სანამ თვითგანდიდებას არ შევეშვებით, სხვამ უნდა შეგაქოს Batumi Miracle-ის არ იყოს ბათუმის შესასვლელში რო დავაწერეთ ჩვენ თვითონ. ალბათ რას დაგვცინიან ის უცხოელები ვისაც ათასჯერ უფრო სწრაფი პროგრესები უნახავთ, მაგ სინგაპური, საემიროები და ა. შ. არადა იმათ ალბათ თავშიც არ მოუვათ ასეთი რამის დაწერა, რომც მოუვიდეთ სირცხვილით თავის თავზე არ დაწერენ
Levani
17:16 25-08-2017
0
საქართველოს ფეხბურთში ნაკრები ყაავს?????? და სად თამაშობს ეგ ნაკრები???? პირველად გავიგე.
რა მნიშვნელობა ააქვს
23:41 25-08-2017
2

სიახლეები პოპულარული