ლუკა ლოჩოშვილი: მინდა, კახა კალაძის გზა გავიარო

AutoSharing Option
თბილისის "დინამოდან" კიევის "დინამოში" ახლახან გადასულმა ლუკა ლოჩოშვილმა უკრაინული კლუბის ოფიციალურ საიტს პირველი ინტერვიუ მისცა. 19 წლის მცველმა უკრაინაში გადაბარგებასა და საფეხბურთო კარიერაში თავის ახალ ნაბიჯზე ისაუბრა.

- 5 წლით კიევის "დინამოში"! ლუკა ლოჩოშვილი კახა კალაძის გზაზე

- ბედნიერი დღე მაქვს, დიდი კლუბის - კიევის "დინამოს" ფეხბურთელი გავხდი. ეს სულ სხვა დონეა, დიდი და კაშკაშა ისტორია. ვიყავი სტადიონზე, კლუბის ბაზაზე, სადაც მუშაობისთვის ყველა პირობაა შექმნილი. აქ მოვედი იმისთვის, რომ გავიზარდო, როგორც ფეხბურთელი და მოვიგო ტიტულები. რთული იქნება, რადგან აქ სულ
სხვა დონეა, მაგრამ მე მზად ვარ, ავიდე ამ სიმაღლეზე.

- ვინ იყო კიევის "დინამოში" თქვენი გადასვლის ინიციატორი, სელექციონერები დიდხანს გაკვირდებოდნენ?
- თბილისის "დინამოში" სამუშაოდ უკრაინელი მწვრთნელი ვიაჩესლავ გროზნი მოვიდა, რომელმაც კიეველთა ხელმძღვანელობასთან რეკომენდაცია გამიწია. ვიცი, რომ ამის შემდეგ სელექციონერები აკვირდებოდნენ ჩემს თამაშს საქართველოს ჩემპიონატსა და ახალგაზრდულ ნაკრებში. როდესაც წინადადება მივიღე, დიდხანს არ მიჭოჭმანია.

მადლობელი ვარ ჩემი მშობლიური თბილისის "დინამოსი". სწორედ იქ გავხდი პროფესიონალი ფეხბურთელი და გადავდგი პირველი ნაბიჯები დიდ ფეხბურთში.

- უკვე ესაუბრეთ კიევის "დინამოს" ხელმძღვანელობას, რომელ გუნდთან ერთად დაიწყებთ მუშაობას?
- კლუბის პრეზიდენტ იგორ სურკისსა და მთავარ მწვრთნელ ალეკსანდრ ხაცკევიჩს ვესაუბრე. მიცხადებენ ნდობას, გამიფორმეს ხანგრძლივი კონტრაქტი, მთავაზობენ ყველა პირობას პროგრესისთვის. როგორც მაცნობეს, ვარჯიშს ახალგაზრდულ გუნდთან ერთად დავიწყებ, შემდეგ კი ჩემი თამაშით უნდა დავამტკიცო, რომ ვიმსახურებ პირველ გუნდში გადაყვანას.

- კიევში ტრავმირებული ჩამოხვედით, რამდენად გაჭიანურდება გამოჯანმრთელების პროცესი?
- იმედი მაქვს, სერიოზული არაფერია. აგვისტოს დასაწყისში ფეხი ვიტკინე და მას შემდეგ რეაბილიტაციას გავდივარ. სამი კვირის შემდეგ ვარჯიშს უნდა შევუდგე.

- ამ პერიოდს კიევში გაატარებთ?
- რამდენიმე დღით თბილისში დავბრუნდები, ავიღებ ჩემს ნივთებს, დავემშვიდობები თანაგუნდელებსა და ნათესავებს, 5 სექტემბერიდან კი ჩაპაევკაზე ვარჯიშს გავაგრძელებ.

- ცენტრალური მცველის პოზიცია თქვენთვის ძირითადია?
- დიახ, ამ პოზიციაზე ვთამაშობდი "დინამოშიც" და საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებშიც.

- თქვენ საქართველოდან პირველი არ ხართ, ვინც კიევის "დინამოში" მოვიდა. რა იცით წინამორბედებზე?
- პირველ რიგში, კახა კალაძე მახსენდება, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის ნამდვილი ლეგენდაა და მისი მიღწევებით ყველა ვამაყობთ. რა თქმა უნდა, მსურს, მისი გზა გავიარო, გავხდე საუკეთესო "დინამოში" და წინ წავიდე. კახამ გვიჩვენა, რომ ფეხბურთში არაფერია შეუძლებელი. საჭიროა მხოლოდ საკუთარი თავის რწმენა და ძალიან, ძალიან ბევრი შრომა.
მკითხველის კომენტარები / 9 /
კალაძეა თუა შენი სიამაყე მსლადეც ძმაო.მისი გზის გავლას თუ აპირებ ბარაქა ძმაო. რა უნდა გითხრა არც კი ვიცი.ძაან ხუსტად დაახასიათე საკუთარი თავი. კალაძეთი ამაყობ არა? ეხლა გზის ფავლასაც თუ აპირებ მაშინ ავტოგოლები ეროვნულ ნაკრებში შენზეა აბა...
მე ქართველი ვარ.
25 მარტი 2022 06:45
1
ლუკა,კალაძეზე სახელოვან კარიერას გისურვებ,მაგრამ ეს ის კიევის დინამო აღარაა და აღარც ლობანოვსკია ცოცხალი.ახალგაზრდა ფეხბურთელს, მთელი ზაფხული ტრავმებში რომ გაატარა და ევროპის ჩემპიონატიც ამის გამო გამოტოვა,ისევ ტრავმირებულს,გუნდში რომ აიყვან და ხანგრძლივ კონტრაქტს გაუფორმებ,რას უნდა ნიშნავდეს?ან მისი პოტენციალის ზუსტად ცოდნას,ან ძალიან დაბალ ფასს,ან კიდევ ორივეს ერთად.მე ვფიქრობ უფრო მესამე უნდა იყოს,მაგრამ რას ფიქრობს დინამოს მენეჯმენტი,ქართული ფეხბურთის მომავალს ასე ჰაიჰარად რომ ანიავებს?ლუკაც და გიორგიც გაცილებით სწრაფად გაიზრდებოდნენ დინამოს ძირითადში სისტემატური თამაშით,ვიდრე რომელიღაც კლუბის ახალგაზრდულ შემადგენლობაში.თუნდაც ერთი წელი მაინც.თანაც ახლანდელი კიევის დინამო ცხენების დოღი უფროა,ვიდრე ფეხბურთი
ლუკა ისევ და ისევ გისურვებ წარმატებებს და შენი იმედიც მაქვს,რადგან შრომა და ჭკვა ერთად შერწყმული,პლიუს ცოტა ნიჭი,რომელიც ცოტაზე გაცილებით მეტი გაქვს,წარმატების საკმაოდ საიმედო გარანტიაა.გაუფრთხილდი ტრავმებს.
სოსო
01 სექტემბერი 2017 10:56
0
ბოროტი და ბოღმიანი ერი. 1 სტალინი გვინდა ეხლა რო გაწმინდოს თქვენნაირი ბოროტი წანაზარდებისგან ქვეყანა და მერე კი გვეშველება, მაგრამ ეგრეც იქნება მალე.!
კალაძის ნაირი წარმატებული სპორცმენები და პატრიოტები გვიმრავლოს ღმერთმა.!
noe
01 სექტემბერი 2017 09:06
0
ახაგაზრდა კაცს შანსი მიეცა და ხალხი რა კომენტარებს დებს? იმის მაგივრად, რომ მიულოცონ, წინსვლა და წარმატებები უსურვონ, კალაძეს აკრიტიკებენ, რომელიც მართლაც უნარიანი გამოდგა ფეხბურთშიც და ცხოვრებაშიც. რაც შეეხება ავტოგოლს, მე ბეკენბაუერის ავტოგოლიც მახსოვს, როდესაც ის კარიერის ზენიტში იყო და ამით მის პოპულარობას არაფერი დაკლებია. დიდი წარმატებები ლუკას, ბევრჯერ გაეხარებინოს თავისი გულშემატკივრები.
არჩილ
01 სექტემბერი 2017 09:03
0
წარმატებები და რა მაინტერესებს საკუთარ კარში აპირებ რამეს? XD აი გვეზრდება მომავალი ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე პრემიერი და მერობის კანდიდატი XD
XD
01 სექტემბერი 2017 00:43
5
ესეიგი ენერგეტიკის მომავალი მინისტრი გვყავს. ისე საკუთარ კარში აპირებს რამეს?
ოღონდაცა რაააააა
31 აგვისტო 2017 22:24
7
თბილისის მერობაც გინდა???
.
31 აგვისტო 2017 17:52
5
ბოდიში ლუკა სახელი შემეშალა, მაგრამ მართლაც კახას გზით გევლოს.
gizog
31 აგვისტო 2017 16:55
3
გილოცავ კახა და დიდ წარმატებებს გისურვებ.
gizog
31 აგვისტო 2017 16:52
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული