ამ ინფორმაციას ჩვენი უკრაინელი კოლეგები ავრცელებენ.
ის ბოლო დროს დონეცკის "ოლიმპიკის" ღირსებას იცავდა და ამ გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელიც გახლდათ. ფარცვანია გვარიანად შეაფერხა ტრავმამ, რომელიც კარგა ხნის განმავლობაში არ აძლევდა თამაშის საშუალებას.
უნდა ვივარაუდოთ, რომ ქართველი მცველი "დესნაში" ფორმას აღიდგენს და ამის შემდეგ უკეთეს კლუბში დამკვიდრებას შეეცდება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"