ქართველები წლევანდელ ჩემპიონთა ლიგაში - ჯანო ანანიძე და დავით ხოჭოლავა

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკმა" ის ფეხბურთელები დაასახელა, რომლებიც კლუბის ღირსებას ჩემპიონთა ლიგაზე დაიცავენ. სხვა ფეხბურთელებთან ერთად, "სახალხო გუნდის" განაცხადში საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ჯანო ანანიძეც არის.

საჩემპიონთალიგო განაცხადი უეფაში დონეცკის "შახტარმაც" გაგზავნა. მასში მეხუთე ნომრით საქართველოს ნაკრების მცველი დავით ხოჭოლავაცაა, ვინც დონეცკურ კლუბს ამ ზაფხულს ოდესის "ჩერნომორეციდან" შეუერთდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ხოჭოლავა ტურისტია შახტარში. ჯანოც არაა უკეტეს სიტუაციაში
andro
13:06 06-09-2017
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული