"იანვარში სანდრო კობახიძემ თურქული "გიოზთეფეს" სასარგებლოდ გააკეთა არჩევანი. მაშინ ქართველი ლიდერის გარდა, "ვორსკლადან" კიდევ 7 მოთამაშე წავიდა.
"გიოზთეფემ" მიზანს მიაღწია და თურქეთის სუპერლიგაში თამაშის უფლება მოიპოვა. ამის მიუხედავად, სანდროს თურქული კარიერა ვერ აღმოჩნდა წარმატებული. მან იქ 17 მატჩი ჩაატარა და 3 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. მათ შორის იყო ბოლო, ძალიან მნიშვნელოვანი საგოლე პასი პლეი-ოფში, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი ნდობის მოსაპოვებლად. კობახიძე სულ სათადარიგოთა სკამიდან
ნებისმიერ შემთხვევაში, ის ძალიან ფასეული შენაძენია "ვორსკლასთვის". მისი კოლოსალური გამოცდილება აუცილებლად წაადგება გუნდს, რომელიც მაღალი მიზნებისთვის აპირებს ბრძოლას", - წერენ უკრაინელები.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"