ქართველი ფეხბურთელი ამ მატჩში გამოსარჩევი იყო და შეტევებს ხშირად ამწვავებდა. მე-3 წუთზე არაბიძემ ბრწყინვალე პასი გააკეთა და ზუბკოვს აღარაფერი დარჩენოდა, გოლის გატანის გარდა.
გიორგიმ მეორე გოლშიც მიიღო მონაწილეობა - ზუბკოვს შეტევის განვითრების საშუალება მისცა.
"შახტარმა" 21 ქულა დააგროვა და ამ გამარჯვებით 21-წლამდელთა ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა.
უკრაინის პრემიერლიგის 21 წლამდელთა ჩემპიონატში, "ჩერნომორეცი" - "შახტარის" შეხვედრა 0:4 დასრულდა